https://sputnik-georgia.com/20221031/talakvaze-opozicias-suriszieba-amozravebs-271804011.html
არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციას შურისძიება ამოძრავებს
არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციას შურისძიება ამოძრავებს
Sputnik საქართველო
კანონში დეოლიგარქიზაციის შესახებ ოპოზიციამ დაინახა შესაძლებლობა, გამოიყენოს ის პოლიტიკური შურისძიებისთვის, განაცხადა დეპუტატმა. 31.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-31T20:01+0400
2022-10-31T20:01+0400
2022-10-31T22:22+0400
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/06/270135910_0:0:1620:912_1920x0_80_0_0_a639df86eabbfdde76c3f4a306177b40.jpg
თბილისი, 31 ოქტომბერი – Sputnik. ოპოზიციას სურდა კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ პოლიტიკური შურსიძიებისთვის გამოეყენებინა, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ.დეოლიგარქიზაცია 12-დან ერთ-ერთი პირობაა, რომელიც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად უნდა შეასრულოს. ხელისუფლების ოპონენტები ქვეყანაში ერთადერთ ოლიგარქს საქართველოში ყველაზე მდიდარ ადამიანს, მმართველი პარტია „ქართული ოცნების" დამფუძნებელს, ყოფილ პრემიერს ბიძინა ივანიშვილს უწოდებენ.მისი თქმით, კანონში დეოლიგარქიზაციის შესახებ ოპოზიციამ დაინახა შესაძლებლობა, რომ ის პოლიტიკური შურისძიებისთვის გამოეყენებინა. თუმცა მათი გათვლები მოკლევადიანი და ზედაპირული აღმოჩნდა.„გვესმის ოპოზიციამ რატომ დაიხია უკან. მათ საკუთარ რიგებში აღმოაჩინეს უკრაინული კრიტერიუმების გათვალისწინებით რამდენიმე პოტენციური ოლიგარქი და შემდეგ შიგნით დაიწყო კონფლიქტური პროცესები, რადგან ხედავენ, რომ ამ კანონმა პრობლემები შეიძლება პარტიულ შავ დაფინანსებას შეუქმნას“, – განაცხადა თალაკვაძემ.დეპუტატი: დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი სისულელეა>>მმართველ პარტიაში, პირიქით, ოლიგარქებს უწოდებენ ოპოზიციის წარმომადგენლებს – პარტია „ლელოს" ლიდერებს, ყოფილ ბანკირებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ დამაარსებელს, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, პარტია „პროგრესი და სამართლიანობის“ ლიდერ კახა ოქრიაშვილს, ასევე საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ამჟამად ოპოზიციური ტელეარხი „ფორმულის" მფლობელ დავით კეზერაშვილს, რომელიც შიდასახელმწიფოებრივ ძებნაშია.მმართველი პარტიის ლიდერების განცხადებით, უკრაინული კანონით სწორედ ეს ადამიანები ჩაითვლებიან ოლიგარქებად. „ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი უკრაინული კანონის ანალოგიის მიხედვით შეიმუშავა, რადგანაც ის ერთადერთია და ევროკავშირის მიერ მოწონებული.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/06/270135910_73:0:1513:1080_1920x0_80_0_0_09dc5cb250074f7f1ed9d4771a4d8bcf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი, ქართული ოცნება
პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი, ქართული ოცნება
არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციას შურისძიება ამოძრავებს
20:01 31.10.2022 (განახლებულია: 22:22 31.10.2022) კანონში დეოლიგარქიზაციის შესახებ ოპოზიციამ დაინახა შესაძლებლობა, გამოიყენოს ის პოლიტიკური შურისძიებისთვის, განაცხადა დეპუტატმა.
თბილისი, 31 ოქტომბერი – Sputnik. ოპოზიციას სურდა კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ პოლიტიკური შურსიძიებისთვის გამოეყენებინა, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ.
დეოლიგარქიზაცია 12-დან ერთ-ერთი პირობაა, რომელიც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად უნდა შეასრულოს. ხელისუფლების ოპონენტები ქვეყანაში ერთადერთ ოლიგარქს საქართველოში ყველაზე მდიდარ ადამიანს, მმართველი პარტია „ქართული ოცნების" დამფუძნებელს, ყოფილ პრემიერს ბიძინა ივანიშვილს უწოდებენ.
„ეს არის მათი პოლიტიკური ტრავმა, მათ მხოლოდ პოლიტიკური შურისძიება ამოძრავებთ იმის გამო, რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს რადიკალური ოპოზიცია გაისტუმრა ხელისუფლებიდან არჩევნებით და მშვიდობიანად იმის მიუხედავად, რომ მშვიდობიანად ძალაუფლების დათმობას არ აპირებდნენ“, – განაცხადა თალაკვაძემ.
მისი თქმით, კანონში დეოლიგარქიზაციის შესახებ ოპოზიციამ დაინახა შესაძლებლობა, რომ ის პოლიტიკური შურისძიებისთვის გამოეყენებინა. თუმცა მათი გათვლები მოკლევადიანი და ზედაპირული აღმოჩნდა.
„გვესმის ოპოზიციამ რატომ დაიხია უკან. მათ საკუთარ რიგებში აღმოაჩინეს უკრაინული კრიტერიუმების გათვალისწინებით რამდენიმე პოტენციური ოლიგარქი და შემდეგ შიგნით დაიწყო კონფლიქტური პროცესები, რადგან ხედავენ, რომ ამ კანონმა პრობლემები შეიძლება პარტიულ შავ დაფინანსებას შეუქმნას“, – განაცხადა თალაკვაძემ.
მმართველ პარტიაში, პირიქით, ოლიგარქებს უწოდებენ ოპოზიციის წარმომადგენლებს – პარტია „ლელოს" ლიდერებს, ყოფილ ბანკირებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ დამაარსებელს, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, პარტია „პროგრესი და სამართლიანობის“ ლიდერ კახა ოქრიაშვილს, ასევე საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ამჟამად ოპოზიციური ტელეარხი „ფორმულის" მფლობელ დავით კეზერაშვილს, რომელიც შიდასახელმწიფოებრივ ძებნაშია.
მმართველი პარტიის ლიდერების განცხადებით, უკრაინული კანონით სწორედ ეს ადამიანები ჩაითვლებიან ოლიგარქებად. „ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი უკრაინული კანონის ანალოგიის მიხედვით შეიმუშავა, რადგანაც ის ერთადერთია და ევროკავშირის მიერ მოწონებული.