საქართველოში ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნეს

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პროკურატურის შენობა
საქართველოს პროკურატურის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 31.10.2022
გამოწერა
პროკურატურამ ბრალდებულთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს უკვე მიმართა.
თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ დანიის მოქალაქის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა ერთი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირის მიმართ დაიწყო.
გამოძიებით დადგინდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქემ და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფმა პირებმა წარსულში განხორციელებული არამომგებიანი საინვესტიციო პაკეტის თითქოსდა გამოსყიდვის წინადადებაზე დანიის მოქალაქე დაიყოლიეს და მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმების ე.წ. სადაზღვევო თანხა – 15.000 ევრო საქართველოში, წინასწარ დაფუძნებული საწარმოს საბანკო ანგარიშზე მოტყუებით ჩაარიცხინეს.
უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა საწარმოს საბანკო ანგარიშების გამოყენებით აღნიშნული თანხა გადაანაწილეს და ფიქტიური დანიშნულებისა და ყალბი ინვოისების გამოყენებით უცხოეთში, ბრალდებულის და მასთან დაკავშირებული პირის საბანკო ანგარიშებზე გადარიცხეს.
უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე წარედგინა, რაც ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
იურიდიულ პირს კი ბრალდება წარედგინა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, რაც ლიკვიდაციას ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას და ჯარიმას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს უკვე მიმართა.
ყველა ახალი ამბავი
0