საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ნოემბრის ტესტ-მატჩებს ლიდერების გარეშე ჩაატარებს

© Georgian Rugby რაგბი: საქართველო-პორტუგალიის მატჩი
 რაგბი: საქართველო-პორტუგალიის მატჩი - Sputnik საქართველო, 1920, 31.10.2022
გამოწერა
იტალიასთან გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა ხმამაღალი განაცხადი გააკეთა, მაგრამ გუნდს ძალიან რთული თამაშები ელოდება. ტესტ-მატჩებს საქართველო 7 დებიუტანტით ხვდება.
თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები ურუგვაის, სამოას და უელსის ნაკრებებთან ნოემბრის ტესტ-მატჩების შემოდგომის სერიას ძირითადი შემადგენლობის ცხრა მორაგბის გარეშე გამართავს. ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირი ავრცელებს.
სამივე თამაში ნოემბერში შედგება, აქედან ორი თბილისში „დინამო არენაზე“ ჩატარდება. 6 ნოემბერს საქართველო ურუგვაის უმასპინძლებს, 12 ნოემბერს „ბორჯღალოსნებს“ სამოას გუნდი ესტუმრება, ხოლო19 ნოემბერს ბოლო ტესტ-მატჩი უელსის წინააღმდეგ კარდიფში გაიმართება.

„სამწუხაროა, მაგრამ ვერაფერს შევცვლით. მწვრთნელის ხვედრი ასეთია, ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ იმისათვის, რომ გარკვეულ ეტაპზე ესა თუ ის მოთამაშე დაგვაკლდება. სწორედ ამისთვის გვინდა სანაკრებო სივრცეში ახალი მოთამაშეების შემოყვანა“, – განაცხადა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა.

რაგბის ეროვნული ნაკრები დროებით ლუკა ჯაფარიძის, ბექა გიგაშვილის, ნიკა ხატიაშვილის, გრიგორ ქერდიყოშვილის, გიორგი ცუცქირიძის და დისკვალიფიცირებული გელა აფრასიძის, მიშიკო ალანიას, სოსო მათიაშვილისა და თორნიკე კახოიძის გარეშე დარჩა.
შექმნილი რთული ვითარებიდან გამომდინარე, მაისაშვილმა ნაკრებში შვიდი დებიუტანტი გამოიძახა.
რაც შეეხება დასრულებულ საზაფხულო ტესტ-მატჩებს, საქართველოს ნაკრებმა ორი გამარჯვება მოიპოვა – იტალიასა და პორტუგალიასთან, და ერთხელ წააგო არგენტინის ნაკრებთან.
ყველა ახალი ამბავი
0