სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდს სახელმწიფო სტატუსი მიენიჭა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს საპატრიარქოს შენობა
საქართველოს საპატრიარქოს შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 31.10.2022
გამოწერა
სამების საკათედრო ტაძრის გუნდმა სიქსტის კაპელაში ივნისში იგალობა, ღონისძიება ვატიკანის ტელევიზიით პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.
თბილისი, 31 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდს, რომელმაც ვატიკანში კონცერტი გამართა, სახელმწიფო სტატუსი მიენიჭა, განაცხადა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან.
წულუკიანის თქმით, შეიცვლება გუნდის სახელწოდებაც და მას საპატრიარქოს გუნდის ნაცვლად „საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდი“ ეწოდება.

„აღნიშნული გუნდი მიმდინარე წლის 1 დეკემბრიდან საქმიანობას გააგრძელებს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში, საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით და მისი სახელწოდება იქნება სახელმწიფო კამერული გუნდი“, – განაცხადა წულუკიანმა.

მიმდინარე წლის 26 ივნისს თბილისის სამების ტაძრის მგალობელთა გუნდმა ვატიკანში, სიქსტის კაპელაში კონცერტი გამართა. ეს იყო საქართველოს წარმომადგენლების პირველი კონცერტი ვატიკანში.
კონცერტი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და რომის პაპ ფრანცისკეს შორის გასულ წელს წმინდა საყდარში საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტისას მიღწეული შეთანხმების საფუძველზე გაიმართა.
სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდი 1998 წელს შეიქმნა და მას დიდი წვლილი აქვს შეტანილი ქართული ტრადიციული გალობის აღდგენა-პოპულარიზაციაში.
ყველა ახალი ამბავი
0