რუსთავში მგელმა ქალი დაგლიჯა

© Sputnik / Levan Avlabreliმგელი
მგელი - Sputnik საქართველო, 1920, 31.10.2022
გამოწერა
დაშავებული რუსთავის სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.
თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. რუსთავის მუნიციპალიტეტში მგელმა 77 წლის ქალი დაგლიჯა. ამის შესახებ ინფორმაციას „ინფო რუსთავი" ავრცელებს.
შემთხვევა სასაფლაოს ტერიტორიაზე არსებული ეკლესიის მიმდებარედ გუშინ, საღამოს მოხდა.
დაშავებული ქალი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ადგილზე მობილიზებული იყო ცხოველთა მონიტორინგის სამსახური, პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ მგელი მოკლა.
ყველა ახალი ამბავი
0