რუსეთმა, სომხეთმა და აზერბაიჯანმა ერთობლივი განცხადება მიიღეს

© photo: Sputnik / Mikhail Klimentiev / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების შეხვედრა
რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების შეხვედრა - Sputnik საქართველო, 1920, 31.10.2022
გამოწერა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა შეხვედრას აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებთან სასარგებლო უწოდა.
თბილისი, 31 ოქტომბერი – Sputnik. რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა ვლადიმირ პუტინმა, ნიკოლ ფაშინიანმა და ილჰამ ალიევმა სოჭში მოლაპარაკებების შედეგების მიხედვით ერთობლივი განცხადება მიიღეს.

„სპეციალისტების დონეზე წინასწარ დამუშავებული ტექსტიდან ზოგიერთი რაღაცის ამოღება მოგვიწია, მაგრამ მაინც ვეთანხმები ზოგად შეფასებას, რომ შეხვედრა სასარგებლო იყო“, – განაცხადა პუტინმა შეხვედრის შესახებ.

განცხადებაში აღნიშნულია:
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერ–მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მიესალმნენ რუსეთის მზადყოფნას, ხელი შეუწყოს ურთიერთობების მოგვარებას ბაქოსა და ერევანს შორის.
მხარეებმა აღნიშნეს რუსი მშვიდობისმყოფელების წვლილი რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უარი თქვან ძალის გამოყენებაზე და საკითხები გადაჭრან სუვერენიტეტის აღიარების საფუძველზე.
პუტინმა, ალიევმა და ფაშინიანმა აღნიშნეს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობიანი შეთანხმების დადების აქტიური მომზადების მნიშვნელობა.
ლიდერები შეთანხმდნენ, რომ განაგრძობენ ყველასთვის მისაღები გადაწყვეტილებების ძებნას. მოსკოვი ამას ყველა საშუალებით შეუწყობს ხელს.
მხარეებმა დაადასტურეს შეთანხმებების ერთგულება ერევანსა და ბაქოს შორის ურთიერთობების კომპლექსური ნორმალიზაციისთვის.
მოლაპარაკებები სამმხრივ ფორმატში ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა. პუტინმა აღნიშნა, რომ შეხვედრამ კარგი ატმოსფერო შექმნა მომავალი შეთანხმებებისთვის ზოგიერთ პრინციპულ საკითხზე. მან აღნიშნა, რომ შეხვედრა სასარგებლო იყო და ეს შემდგომი ნაბიჯების პირობას ქმნის მთლიანობაში ვითარების დასარეგულირებლად.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0