https://sputnik-georgia.com/20221031/parlamentis-dgis-wesrigi-sheicvala-271799233.html
დეპუტატის გარდაცვალებამ საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგი შეცვალა
დეპუტატის გარდაცვალებამ საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგი შეცვალა
Sputnik საქართველო
ასევე გადაიდო იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის გამოსვლაც, რაც პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში უნდა გამართულიყო. 31.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-31T18:00+0400
2022-10-31T18:00+0400
2022-10-31T21:32+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24640/27/246402753_0:109:3000:1797_1920x0_80_0_0_71f0428e23fc987f99cc1b899b68b067.jpg
თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომა წუთიერი დუმილით გაიხსნა – კანონმდებლებმა დეპუტატ ირაკლი ხახუბიას ხსოვნას პატივი მიაგეს.მმართველი პარტია„ქართული ოცნების" წევრი ირაკლი ხახუბია 27 ოქტომბერს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევის ადგილზე აღმოაჩინეს ცეცხლსასროლი იარაღი. დაუდასტურებელი ინფორმაციით, მან თავი მოიკლა. დეპუტატი 51 წლის იყო.მისი თქმით, პარლამენტის ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებები არ გაკეთდება და არც კანონპროექტების განხილვა მოხდება.„კონსულტაციები გაიმართა როგორც უმრავლესობასთან, ისე საპარლამენტო ოპოზიციასთან. ყველა შეთანხმდა და სხდომა ისე გაიხსნება და დაიხურება, რომ არ იქნება პოლიტიკური განცხადებები და არც საკითხების განხილვა მოხდება, რათა ყველას ჰქონდეს საშუალება, პატივი მიაგოს ჩვენი კოლეგის ხსოვნას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.ასევე გადაიდო იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის გამოსვლაც, რაც პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში უნდა გამართულიყო.ხახუბიას ახლობლების განცხადებით, დეპუტატს შვილის გარდაცვალების შემდეგ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. 21 წლის ბექა ხახუბია 2017 წლის 17 მაისს ავტოავარიის შედეგად დაიღუპა.ბექა ხახუბია BMW X5-ის მარკის ავტომანქანით მაღალი სიჩქარით მოძრაობდა. იმისთვის, რომ მანქანა გაეჩერებინათ, შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამმა თანამშრომელმა გადაამეტა უფლებამოსილებას და გორის გვირაბთან მოქალაქეთა ავტომანქანებით გადაკეტა საავტომობილო გზა. ბექა ხახუბია ამ პირობებში მომხდარ ავტოავარიაში დაიღუპა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24640/27/246402753_349:0:3000:1988_1920x0_80_0_0_6e17234818ce0d221f303e9a8757901b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საზოგადოება, ახალი ამბები
დეპუტატის გარდაცვალებამ საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგი შეცვალა
18:00 31.10.2022 (განახლებულია: 21:32 31.10.2022) ასევე გადაიდო იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის გამოსვლაც, რაც პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში უნდა გამართულიყო.
თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომა წუთიერი დუმილით გაიხსნა – კანონმდებლებმა დეპუტატ ირაკლი ხახუბიას ხსოვნას პატივი მიაგეს.
მმართველი პარტია„ქართული ოცნების" წევრი ირაკლი ხახუბია 27 ოქტომბერს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევის ადგილზე აღმოაჩინეს ცეცხლსასროლი იარაღი. დაუდასტურებელი ინფორმაციით, მან თავი მოიკლა. დეპუტატი 51 წლის იყო.
„რამდენიმე დღის წინ დავკარგეთ ძალიან თბილი და მეგობარი ადამიანი, ჩვენი კოლეგა – ირაკლი ხახუბია. მინდა გთხოვოთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მის ხსოვნას“, – მიმართა დეპუტატებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე.
მისი თქმით, პარლამენტის ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებები არ გაკეთდება და არც კანონპროექტების განხილვა მოხდება.
„კონსულტაციები გაიმართა როგორც უმრავლესობასთან, ისე საპარლამენტო ოპოზიციასთან. ყველა შეთანხმდა და სხდომა ისე გაიხსნება და დაიხურება, რომ არ იქნება პოლიტიკური განცხადებები და არც საკითხების განხილვა მოხდება, რათა ყველას ჰქონდეს საშუალება, პატივი მიაგოს ჩვენი კოლეგის ხსოვნას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ასევე გადაიდო იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის გამოსვლაც, რაც პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში უნდა გამართულიყო.
ხახუბიას ახლობლების განცხადებით, დეპუტატს შვილის გარდაცვალების შემდეგ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. 21 წლის ბექა ხახუბია 2017 წლის 17 მაისს ავტოავარიის შედეგად დაიღუპა.
ბექა ხახუბია BMW X5-ის მარკის ავტომანქანით მაღალი სიჩქარით მოძრაობდა. იმისთვის, რომ მანქანა გაეჩერებინათ, შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამმა თანამშრომელმა გადაამეტა უფლებამოსილებას და გორის გვირაბთან მოქალაქეთა ავტომანქანებით გადაკეტა საავტომობილო გზა. ბექა ხახუბია ამ პირობებში მომხდარ ავტოავარიაში დაიღუპა.