მევლუდ მელაძემ და ირინა ონაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს

© photo: Sputnik / Максим Блинов / გადასვლა მედიაბანკშიავტორბოლა
ავტორბოლა - Sputnik საქართველო, 1920, 31.10.2022
გამოწერა
ჩემპიონატმა სტარტი საფრანგეთის ქალაქ მარსელში 26 ოქტომბერს აიღო და 30 ოქტომბერს დასრულდა.
თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. ქართველმა ავტომრბოლელებმა მევლუდ მელაძემ და ირინა ონაშვილმა საფრანგეთის ქალაქ მარსელში, პოლ რიკარდის ფორმულა 1-ის ტრასაზე საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) მიერ გამართულ ავტოსპორტის მსოფლიოს ჩემპიონატში ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
საქართველოს ავტოსპორტის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა მევლუდ მელაძემ და „მის საქართველო 2003“-ის ტიტულის მფლობელმა ირინა ონაშვილმა მონაწილეობა მიიღეს ავტოსლალომის სახეობაში და მესამე ადგილზე გავიდნენ. ესაა ავტოსპორტის სახეობა, სადაც მძღოლმა გარკვეულ ტერიტორიაზე მონიშნული რთული მონაკვეთი უნდა გაიაროს მაქსიმალურად სწრაფად.
აღსანიშნავია, რომ ეს ქართული ავტოსპორტის ისტორიაში უდიდესი წარმატებაა – ქართველმა მრბოლელებმა მსოფლიოს ჩემპიონატში მედლები პირველად მოიპოვეს.

„ქალებო, გზა ხსნილია, ახლა თქვენ იცით, ბევრი ქალი ავტოსპორტში! P.s. გთხოვთ, ის ქუსლიანი ფეხსაცმლის სტიკერი აღარ მიაკრათ მანქანას“, – დაწერა ირინა ონაშვილმა სოციალურ ქსელში.

FIA Motorsport Games მულტისპორტული შეჯიბრებაა ავტოსპორტში, რომელსაც ქვეყნები საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის ეგიდით ატარებენ. პირველი ღონისძიება 2019 წელს იტალიაში ჩატარდა.
მევლუდ მელაძემ მრბოლელის კარიერა 2001 წელს დაიწყო ჯერ როგორც მოყვარულმა, შემდეგ უკვე როგორც პროფესიონალმა. პირველი გამარჯვება მან 2022 წელს „ტურინგ-ლაითის“ კლასში მიიღო.
მელაძე მანამდე ჭიდაობით იყო გატაცებული და წარმატებებს მიაღწია არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. პროფესიონალ მოჭიდავეებთან ერთად ის 1983 წელს გამოვიდა. სხვა წარმატებებთან ერთად არის მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი.
ყველა ახალი ამბავი
0