იუნისეფი: ქალაქები უნდა გახდეს ბავშვებზე მორგებული და უსაფრთხო

© photo: Sputnik / Alexey Vitvitsky / გადასვლა მედიაბანკშიიუნისეფის შტაბ-ბინა ჟენევაში
იუნისეფის შტაბ-ბინა ჟენევაში - Sputnik საქართველო, 1920, 31.10.2022
გამოწერა
იუნისეფის პოზიციით, საჯარო სივრცეებში ზედმიწევნით უნდა იქნას შესწავლილი უსაფრთხოების ზომები და აშენდეს ახალი სივრცეები ბავშვებზე მორგებული ქალაქგეგმარების პრინციპების დაცვით.
თბილისი, 31 ოქტომბერი – Sputnik. გაეროს ბავშვთა ფონდი (Unicef) საქართველოში ხელისუფლებას საჯარო სივრცეებში ბავშვთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს.
ვაკის პარკში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით გაეროს ბავშვთა ფონდმა განცხადება გაავრცელა და ხელისუფლებას მოუწოდა, გააკეთოს ყველაფერი, რათა უზრუნველყოფილი იყოს ბავშვების უსაფრთხოება საჯარო სივრცეში; ხელი შეუწყოს ბავშვების გადარჩენის, თამაშის, დასვენებისა და განვითარების უფლების დაცვას.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ქალაქის დაგეგმარების დროს ყველა ქალაქმა უნდა უზრუნველყოს ბავშვებისთვის და ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის უსაფრთხო და ინკლუზიური საჯარო და მწვანე სივრცეები, სადაც ისინი შეძლებენ შეკრებას და გარე აქტივობებში ჩართვას.

„ბავშვზე მორგებული ქალაქგეგმარება იწყება იმის გაგებით, თუ როგორ შეუძლია ქალაქს ხელი შეუწყოს და გააძლიეროს ბავშვების განვითარება. ვინაიდან თამაშის უფლება ფუნდამენტურია ბავშვის განვითარებისთვის, საჯარო სივრცეები უნდა უზრუნველყოფდეს უსაფრთხო გარემოს ბავშვებისთვის თამაშის ან გარე აქტივობების დროს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

როგორც გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ღასან ხალილმა განაცხადა, იმისთვის, რომ მსგავსი ტრაგედიები აღარ განმეორდეს, საქართველოს ქალაქები ბავშვებზე მორგებული უნდა იყოს.
ახლადრეაბილიტირებულ ვაკის პარკში უბედური შემთხვევა 13 ოქტომბერს მოხდა, როდესაც ბურთის ამოსაღებად შადრევანში ჩასულ სამ მოზარდს დენმა დაარტყა. აქედან ერთი, 13 წლის გოგონა დაიღუპა.
ტრაგედია ვაკის პარკში: პროკურატურამ ცხრა პირს ბრალდება წარუდგინა>>
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე 19 ოქტომბერს ცხრა ადამიანი დააკავა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ცხრავე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
დაკავებულებს ბრალად ედებათ გულგრილობა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება და სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0