https://sputnik-georgia.com/20221031/gazvirdeba-tu-ara-gazis-pasi-narmanias-pasuxi-271797995.html
იგეგმება თუ არა ბუნებრივ აირზე ტარიფის ზრდა? მარეგულირებლის განმარტება
იგეგმება თუ არა ბუნებრივ აირზე ტარიფის ზრდა? მარეგულირებლის განმარტება
Sputnik საქართველო
დავით ნარმანიას თქმით, მოსახლეობამ კომუნალურ მომსახურებაზე ტარიფების შესაძლო ცვლილების შესახებ ინფორმაცია მარეგულირებელ კომისიაში უნდა გადაამოწმოს. 31.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-31T17:38+0400
2022-10-31T17:38+0400
2022-10-31T21:15+0400
საქართველო
თბილისი დღეს
სემეკი
ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23829/30/238293048_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_2984278eb74b85d2ced1ff42666dcd6c.jpg
თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. ბუნებრივ აირზე კომუნალური ტარიფის გაზრდა არ იგეგმება, მიუხედავად იმისა, რომ 2022 წლის დეკემბერში მარეგულირებელმა კომისიამ ტარიფების საკითხი უნდა განიხილოს, განაცხადა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკის) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან.უკვე რამდენიმე კვირაა ოპოზიციურ წრეებში ტრიალებს აზრი, რომ 2023 წლის 1 იანვრიდან სამომხმარებლო გაზის ტარიფი, შესაძლოა, გაიზარდოს.სემეკის ხელმძღვანელის თქმით, მოსახლეობამ კომუნალურ მომსახურებაზე ტარიფების შესაძლო ცვლილების შესახებ ინფორმაცია მარეგულირებელ კომისიაში უნდა გადაამოწმოს.„ჩვენ ის სტრუქტურა ვართ, რომელიც ადგენს ტარიფებს და ჩვენ უკეთ ვიცით, რა და როდის არის მოსალოდნელი“, – განაცხადა ნარმანიამ.საქართველოს უმეტეს ნაწილში 1 კუბური მეტრი ბუნებრივი აირი საყოფაცხოვრებო სექტორისთვის დაახლოებით 57 თეთრის ნიშნულზე რჩება. თბილისის ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯის" საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის გაზის ტარიფი 53,9 თეთრს შეადგენს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23829/30/238293048_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_ba3a523e4330d452bb3f310e9615668a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისი დღეს, სემეკი, ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, თბილისი დღეს, სემეკი, ეკონომიკა, ახალი ამბები
იგეგმება თუ არა ბუნებრივ აირზე ტარიფის ზრდა? მარეგულირებლის განმარტება
17:38 31.10.2022 (განახლებულია: 21:15 31.10.2022) დავით ნარმანიას თქმით, მოსახლეობამ კომუნალურ მომსახურებაზე ტარიფების შესაძლო ცვლილების შესახებ ინფორმაცია მარეგულირებელ კომისიაში უნდა გადაამოწმოს.
თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. ბუნებრივ აირზე კომუნალური ტარიფის გაზრდა არ იგეგმება, მიუხედავად იმისა, რომ 2022 წლის დეკემბერში მარეგულირებელმა კომისიამ ტარიფების საკითხი უნდა განიხილოს, განაცხადა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკის) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან.
უკვე რამდენიმე კვირაა ოპოზიციურ წრეებში ტრიალებს აზრი, რომ 2023 წლის 1 იანვრიდან სამომხმარებლო გაზის ტარიფი, შესაძლოა, გაიზარდოს.
„ვინაიდან სამწლიანი სატარიფო პერიოდი მიმდინარე წლის დეკემბერში იწურება, მარეგულირებელმა კომისიამ უნდა დაადგინოს ახალი ტარიფები, თუმცა ამ თვალსაზრისით ბუნებრივი აირის ტარიფის ზრდას არ ველოდებით“, – განაცხადა ნარმანიამ.
სემეკის ხელმძღვანელის თქმით, მოსახლეობამ კომუნალურ მომსახურებაზე ტარიფების შესაძლო ცვლილების შესახებ ინფორმაცია მარეგულირებელ კომისიაში უნდა გადაამოწმოს.
„ჩვენ ის სტრუქტურა ვართ, რომელიც ადგენს ტარიფებს და ჩვენ უკეთ ვიცით, რა და როდის არის მოსალოდნელი“, – განაცხადა ნარმანიამ.
საქართველოს უმეტეს ნაწილში 1 კუბური მეტრი ბუნებრივი აირი საყოფაცხოვრებო სექტორისთვის დაახლოებით 57 თეთრის ნიშნულზე რჩება. თბილისის ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯის" საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის გაზის ტარიფი 53,9 თეთრს შეადგენს.