მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ყველაზე მასშტაბური ისტორიაში: ვაშინგტონმა და სეულმა ერთობლივი წვრთნები დაიწყეს

© AP Photo / South Korea Defense Ministry
  - Sputnik საქართველო, 1920, 31.10.2022
გამოწერა
თბილისი, 31 ოქტომბერი − Sputnik. შეერთებულმა შტატებმა და სამხრეთ კორეამ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს, რომელშიც ასობით სამხედრო თვითმფრინავი 24 საათის განმავლობაში ახორციელებს სასწავლო შეტევებს, იუწყება სააგენტო Yonhap News.
ოპერაცია სახელწოდებით Vigilant Storm ხუთი დღე გასტანს. მისი მიზანია ჩრდილოეთ კორეისთვის „მძლავრი სიგნალის“ გაგზავნა, რომელიც, ვაშინგტონისა და სეულის აზრით, დაძაბულობას ამწვავებს თავისი ბირთვული გამოცდებითა და სხვა პროვოკაციული ქმედებებით.
ამასთან სააგენტო ვარაუდობს, რომ ამერიკულ-კორეულმა ერთობლივმა წვრთნებმა შესაძლოა ფხენიანის საპასუხო ნაბიჯები გამოიწვიოს, რომელიც, სავარაუდოდ, ბირთვული იარაღის მეშვიდე გამოცდას გეგმავს.
ერთობლივ მანევრებში 240 საბრძოლო თვითმფრინავი მონაწილეობს, რაც, აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების განცხადებით, ყველაზე დიდი რაოდენობაა ამ ყოველწლიური მანევრების ისტორიაში.
წვრთნებში ჩართულია კორეის სამხედრო-საჰაერო ძალების 140 თვითმფრინავი, მათ შორის გამანადგურებლები F-35A, F-15K, KF-16 და საწვავით შევსების KC-330; ასევე აშშ-ის 100 თვითმფრინავი, მათ შორის, გამანადგურებლები F-35B, ელექტრონული დაზვერვის EA-18 და მზვერავი თვითმფრინავი U-2.
ყველა ახალი ამბავი
0