ტრაგიკული ჰელოუინი სეულში: არიან დაღუპულები და დაშავებულები - ვიდეო

გამოწერა
სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში ჰელოუინის დღესასწაულზე მომხდარ ჭყლეტაში 150-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
დაშავებულებიდან 80-მდე ადამიანი ამ დრომდე საავადმყოფოებში რჩებიან, მათი მდგომარეობა მძიმეა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, სეულის ცენტრში მომხდარი ტრაგედიის ადგილზე 1700-მდე ექიმი და მაშველი მუშაობდა. მობილიზებული იყო 140 სასწრაფო დახმარების მანქანა და სახანძრო ბრიგადა.
აღინიშნება, რომ მაშველები დაშავებულებს რეანიმაციას პირდაპირ ქუჩაში უტარებდნენ. შემთხვევის ადგილზე 70-მდე ადამიანი დაიღუპა, დანარჩენები კი გზაში ან საავადმყოფოებში გარდაიცვალნენ.
ხელისუფლებამ ქვეყანაში გლოვა გამოაცხადა.
ყველა ახალი ამბავი
0