სტაფილოს კექსი: გამორჩეული რეცეპტის ვიდეოინსტრუქცია

© Pixabay / mamizazaნამცხვარი
ნამცხვარი - Sputnik საქართველო, 1920, 30.10.2022
გამოწერა
შემცველობით მდიდარი სტაფილო უძველესი დროიდან მიიჩნევა სამკურნალო პროდუქტად. ძველი ბერძენი მკურნალები ქალებს სტაფილოს კონტრაცეპტივის სახით მიღებას ურჩევდნენ. ასევე მიიჩნევენ, რომ სტაფილო კარგად მოქმედებს მამაკაცის სქესობრივ ფუნქციაზე.
სტაფილო მდიდარია უჯრედისით, შაქრებით, ცილებით, ეთერზეთებით. შეიცავს ცხიმებს. მასში დიდი რაოდენობითაა ბეტა-კაროტინი (პროვიტამინი А), ვიტამინები: С, Е, К, D; В-ჯგუფის ვიტამინები - В1, В2, В3, В6, В9.
მიკრო და მაკროელემენტებიდან სტაფილო შეიცავს: კალიუმს, ფოსფორს, სპილენძს, ქრომს, თუთიას, ფტორს, რკინას. პანთოტენის, ასკორბინის, ნიკოტინის, ფოლიუმის მჟავებს.
სტაფილო ძალიან ბევრს უყვარს როგორც უმი, ისე მოშუშული სახით, თუმცა არსებობს კიდევ ერთი საშუალება, რომ ეს სასარგებლო ბოსტნეული გემრიელად მიირთვათ. საუბარია სტაფილოს კექსზე, რომლის რეცეპტსაც აქვე გთავაზობთ.

სტაფილოს კექსის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

სტაფილო — 250 გრამი მსხვილად გახეხილი;
კარაქი — 120 გრამი;
შაქარი — 125 გრამი;
კვერცხი — 3 ცალი;
დარიჩინი — ½ ჩკ;
დაფქული ნიგოზი — 150 გრამი;
ვანილი — 2-3 მწიკვი;
მარილი;
ფქვილი — 230 გრამი;
გამაფხვიერებელი — 5 გრამი;
ნახევარი ფორთოხლის ცედრა.

მომზადების წესი

კვერცხი და შაქარი კარგად გათქვიფეთ. შემდეგ მასას დაუმატეთ სტაფილო, ფორთოხლის ცედრა, დაფქული ნიგოზი, ვანილი, მარილი, დარიჩინი, გამაფხვიერებელი და ფქვილი.
კარგად მოზილეთ და მოათავსეთ კექსის ყალიბში.
შედგით გამოსაცხობად ჰაერღუმელში — 180 გრადუს ტემპერატურაზე 35-40 წუთის განმავლობაში.
გამომცხვარ კექსს ზემოდან მოაყარეთ შაქრის პუდრა და გემრიელად მიირთვით!
ყველა ახალი ამბავი
0