ქართველმა ძიუდოისტებმა ევროპის ჩემპიონატი სარაევოში სამი მედლით დაასრულეს

© Sputnik / STRINGERილია სულამანიძე
ილია სულამანიძე - Sputnik საქართველო, 1920, 30.10.2022
გამოწერა
ქართველმა ძიუდოისტებმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში საფრანგეთის ნაკრები ანგარიშით 4:1 დაამარცხეს
თბილისი, 30 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა სარაევოში 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე გუნდურ შეჯიბრებაში ბრინჯაო მოიპოვა.
ქართველმა ძიუდოისტებმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში საფრანგეთის ნაკრები ანგარიშით 4:1 დაამარცხეს.
ინდივიდუალურ ჩათვლაში გუნდმა ორი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ტურნირის გამარჯვებულები ილია სულამანიძე (100 კგ) და ნიკა ხარაზიშვილი (90 კგ) გახდნენ, ხოლო მძიმეწონოსანმა საბა ინანეიშვილმა (+100 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ამგვარად, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა საერთო ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა.
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები სარაევოში 27 ოქტომბერს გაემგზავრა და იყო წარმოდგენილი 13 სპორტსმენით - ცხრა ვაჟი და ოთხი გოგონა. ტურნირი სარაევოში 28 ოქტომბერს დაიწყო და 30 ოქტომბერს დასრულდა.
ყველა ახალი ამბავი
0