იყავი აქტიური: „მზიურში“ ევროპის სპორტის კვირეული გაიხსნა

© photo: Sputnik / StringerПарк "Мзиури" в годовщину наводнения
Парк Мзиури в годовщину наводнения - Sputnik საქართველო, 1920, 30.10.2022
გამოწერა
თბილისი, 30 ოქტომბერი - Sputnik. „მზიურის“ პარკში ევროკომისიის ინიცირებული პროექტი „ევროპის სპორტის კვირეული“ გაიხსნა.
„მზიურის“ პარკში მოეწყო სპორტული სოფელი, სადაც წარმოდგენილია სახალისო და გასართობი სპორტული აქტივობები როგორც ბავშვებისთვის, ისე უფროსებისთვის.
ევროპის სპორტის კვირეულზე წარმოდგენილია მხიარული სტარტები, ფრისბი, სახალისო ხელბურთი, ამერიკული ფეხბურთი, ბეისბოლი, მაგიდის ჩოგბურთი, სკეიტბორდი, ბავშვთა ძიუდო, უშუ, ფარიკაობა, ბადმინტონი, სამაგიდო თამაშები (ჭადრაკი, შაში, გო, ნარდი), ნორდიული სიარული და ბავშვთა კუთხე.
სპორტული კვირეულის ორგანიზატორია საქართველოს ეროვნული ფედერაცია „სპორტის სხვადასხვა სპორტულ ფედერაციასთან ერთად“. ღონისძიების მხარდამჭერია ევროკომისია, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, თბილისის მერია და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი.
ყველა ახალი ამბავი
0