თბილისის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება: GWP მოსახლეობას აფრთხილებს

© photo: Sputnik / Stringerონკანი
ონკანი - Sputnik საქართველო, 1920, 30.10.2022
გამოწერა
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას კომპანია აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის
თბილისი, 30 ოქტომბერი - Sputnik. სამგორისა და ისნის რაიონების მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 31 ოქტომბრის 10:00 საათიდან 22:00 საათამდე შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, 31 ოქტომბერს კომპანია სამგორის სათავე ნაგებობაზე, წყალმომარაგების რეზერვუარზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც გარკვეულ უბნებს წყლის მიწოდება შეეზღუდება.
დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით წყალმომარაგება შეეზღუდება:
სამგორის რაიონში: სამგორის დასახლებას, ვარკეთილისIII მასივს, კახეთის გზატკეცილის ნაწილს, მოსკოვის გამზირის ნაწილს, კალოუბნის, შუამთის, გახოკიძის, ჯავახეთის, გაბაშვილის, ლორთქიფანიძის, აეროდრომის I, II, VIII და X ქუჩებს, წულუკიძის, აბაშვილის, ონაშვილის, 17 შინდისელის, ნავთლუღის და მიმდებარე ქუჩებს;
ისნის რაიონში: ქეთევან დედოფლის გამზირის ნაწილს, ნადარეიშვილის, ბოგდან ხმელნიცკის IV-ჩიხს, სამრეწველოს დასახლების 1 ქუჩას, საექიმოს, უჯარმის, მე-2 დოლაბაურის, აწყურის, ზინდისის, დოესის, ძევერის, გარეკახეთის, კობარეთის, შავი ზღვის, ნოსირის, თელავის, წურწუმიას, ახმეტის, დედოფლისწყაროს, ნიორაძის, ქურხულის, სამგორის და მიმდებარე ქუჩებს.
კომპანიაGWP ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0