https://sputnik-georgia.com/20221030/darestnidan-aqartvelosi-gamoqqceuli-qalebi-271772594.html
დაღესტნიდან ოჯახურ ძალადობას გამოქცეული ქალები საქართველოში არიან: ვრცელდება ვიდეომიმართვა
დაღესტნიდან ოჯახურ ძალადობას გამოქცეული ქალები საქართველოში არიან: ვრცელდება ვიდეომიმართვა
Sputnik საქართველო
თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. რუსმა მესაზღვრეებმა ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ოთხი დაღესტნელი ქალი დააკავეს, რომლებიც ოჯახურ ძალადობას... 30.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-30T14:44+0400
2022-10-30T14:44+0400
2022-10-30T14:44+0400
შემთხვევები
ძალადობა ოჯახში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24048/06/240480642_0:394:3965:2624_1920x0_80_0_0_2b86572f024c267f3dafaea4b0f61f99.jpg
თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. რუსმა მესაზღვრეებმა ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ოთხი დაღესტნელი ქალი დააკავეს, რომლებიც ოჯახურ ძალადობას გამოექცნენ, აცხადებს კრიზისული ჯგუფი CK SOS.მათი თქმით, ახალგაზრდა ქალები მესაზღვრებს 10 საათი ჰყავდათ დაკავებული, შემდეგ კი ნეიტრალურ ტერიტორიაზე შეუშვეს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ დაღესტნელმა ქალებმა — ორმა დამ და მათმა ორმა ბიძაშვილმა: ხადიჟათ და ფატიმათ ხიზრიევებმა, ანიმათ გაზიმაგომედოვამ და ფატიმათ მაგომედოვამ — საქართველოს საზღვარი ადვოკატთან ერთად გადაკვეთეს. SOS UK-ს ინფორმაციით, ახლა გამოქცეულები უსაფრთხო ადგილას არიან.როგორც უფლებადამცველები ამბობენ, ნათესავები რეგულარულად ძალადობდნენ გაქცეულ ქალებზე, რომლებსაც ბავშვობაში წინადაცვეთა ჩაუტარეს, ცოტა ხნის წინ კი მშობლებმა ერთ-ერთი მათგანის ბიძაშვილზე დაქორწინება გადაწყვიტეს.ჟურნალ „ხოლოდის“ Telegram-არხით ვრცელდება ქალების ვიდეომიმართვა, რომელშიც ისინი ითხოვენ, რომ არ გადასცენ მშობლებს, ვინაიდან სამშობლოში მათ სიკვდილი ემუქრებათ.ამავდროულად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნათესავები ქალების მოძებნასა და დაღესტანში დაბრუნებას გეგმავენ.როგორც SK SOS-ში აცხადებენ, დების ახლობლები ლარსის საგუშაგოზეც იყვნენ მისულები და, მიუხედავად იმისა, რომ გაქცეულებს მათთან შეხვედრა არ უნდოდათ, ნათესავებს მათი ნახვის უფლება მაინც მიეცათ. ფატიმატისა და ხადიჟათ ხიზრიევების დედამ და მათმა ბიძაშვილმა ქალების ძალით წაყვანა სცადეს, მაგრამ ისინი ადვოკატის მოთხოვნით გაიყვანეს შენობიდან.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24048/06/240480642_0:22:3965:2995_1920x0_80_0_0_e555da84e6a3c1ce24432cf31415c236.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები, ძალადობა ოჯახში , ახალი ამბები
შემთხვევები, ძალადობა ოჯახში , ახალი ამბები
თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. რუსმა მესაზღვრეებმა ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ოთხი დაღესტნელი ქალი დააკავეს, რომლებიც ოჯახურ ძალადობას გამოექცნენ, აცხადებს კრიზისული ჯგუფი
CK SOS.
მათი თქმით, ახალგაზრდა ქალები მესაზღვრებს 10 საათი ჰყავდათ დაკავებული, შემდეგ კი ნეიტრალურ ტერიტორიაზე შეუშვეს.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ დაღესტნელმა ქალებმა — ორმა დამ და მათმა ორმა ბიძაშვილმა: ხადიჟათ და ფატიმათ ხიზრიევებმა, ანიმათ გაზიმაგომედოვამ და ფატიმათ მაგომედოვამ — საქართველოს საზღვარი ადვოკატთან ერთად გადაკვეთეს. SOS UK-ს ინფორმაციით, ახლა გამოქცეულები უსაფრთხო ადგილას არიან.
როგორც უფლებადამცველები ამბობენ, ნათესავები რეგულარულად ძალადობდნენ გაქცეულ ქალებზე, რომლებსაც ბავშვობაში წინადაცვეთა ჩაუტარეს, ცოტა ხნის წინ კი მშობლებმა ერთ-ერთი მათგანის ბიძაშვილზე დაქორწინება გადაწყვიტეს.
ჟურნალ „ხოლოდის“ Telegram-არხით ვრცელდება ქალების ვიდეომიმართვა, რომელშიც ისინი ითხოვენ, რომ არ გადასცენ მშობლებს, ვინაიდან სამშობლოში მათ სიკვდილი ემუქრებათ.
ამავდროულად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნათესავები ქალების მოძებნასა და დაღესტანში დაბრუნებას გეგმავენ.
როგორც SK SOS-ში აცხადებენ, დების ახლობლები ლარსის საგუშაგოზეც იყვნენ მისულები და, მიუხედავად იმისა, რომ გაქცეულებს მათთან შეხვედრა არ უნდოდათ, ნათესავებს მათი ნახვის უფლება მაინც მიეცათ. ფატიმატისა და ხადიჟათ ხიზრიევების დედამ და მათმა ბიძაშვილმა ქალების ძალით წაყვანა სცადეს, მაგრამ ისინი ადვოკატის მოთხოვნით გაიყვანეს შენობიდან.