ბათუმში ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა: არიან დაშავებულები

CC0 / Pixabay /
  - Sputnik საქართველო, 1920, 30.10.2022
გამოწერა
თბილისი, 30 ოქტომბერი - Sputnik. ბათუმში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია.
ავტოსაგზაო შემთხვევა ხიმშიაშვილისა დაპუშკინის ქუჩების კვეთაზედღეს მოხდა, რა დროსაც ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ამ დროისათვის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობდნენ. მიმდინარეობს გამოძიება.
მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა სტატისტიკა, რომელიც 2022 წლის 1 იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში საქართველოში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევებისა და მათი მსხვერპლის რაოდენობას ასახავს.
როგორც ირკვევა, აღნიშნულ პერიოდში ავტოავარიებს 305 ადამიანი ემსხვერპლა, რომელთაგან რვა ბავშვია. ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა რიცხვი საქართველოს მთლიანი მოსახლეობის 0,01%-ია.
საერთო ჯამში, ამ პერიოდში საქართველოში 4060 უბედური შემთხვევა მოხდა მძიმე შედეგებით. ავარიების ნახევარი თბილისზე მოდის.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ასევე აქვეყნებს ავარიის შედეგად დაშავებულთა სტატისტიკაც ექვსი თვის განმავლობაში — ეს 35 704 ადამიანია, რომელთა შორის 382 ბავშვია. აქედან ფეხით მოსიარულეებთან 718 შეჯახება მოხდა, დაიღუპა 58 და დაშავდა 707 ადამიანი.
ყველა ახალი ამბავი
0