წვიმა და თოვლი: როგორი ამინდი იქნება ნოემბრის პირველ დღეს საქართველოში

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliშტორმი შავ ზღვაზე
შტორმი შავ ზღვაზე - Sputnik საქართველო, 1920, 30.10.2022
გამოწერა
1 ნოემბერს მთელი საქართველოს მასშტაბით ნალექია მოსალოდნელი, ხოლო ზღვაზე - შტორმული ღელვა
თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. 1 ნოემბერს საქართველოს მასშტაბით ნალექია მოსალოდნელი, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
კერძოდ, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. მაღალმთიან რეგიონებში ზოგან თოვლი.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში 2 ნოემბრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +18, +20 გრადუსამდე მიაღწევს. 27-28 ოქტომბერს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი.
ყველა ახალი ამბავი
0