https://sputnik-georgia.com/20221029/teona-aqubardiam-strategia-agmashenebeli-datova-271754887.html
თეონა აქუბარდიამ „სტრატეგია აღმაშენებელი“ დატოვა
თეონა აქუბარდიამ „სტრატეგია აღმაშენებელი“ დატოვა
Sputnik საქართველო
დეპუტატის თქმით, მისი გადაწყვეტილება განპირობებულია ბოლო პერიოდში „სტრატეგია აღმაშენებელის" საპარლამენტო მუშაობისგან დისტანცირებით. 29.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-29T16:42+0400
2022-10-29T16:42+0400
2022-10-29T16:42+0400
საქართველო
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტი
ქართული ოპოზიცია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/07/259383624_633:355:2972:1671_1920x0_80_0_0_649240aba6c290e28261ef783e88eaac.jpg
თბილისი, 29 ოქტომბერი – Sputnik. პარლამენტის დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“ დატოვა, რის მიზეზადაც თანაპარტიელებთან პოლიტიკურ საკითხებზე უთანხმოება დაასახელა.საპარლამენტო არჩევნების შედეგად „სტრატეგია აღმაშენებელი“ საკანონმდებლო ორგანოში სამი დეპუტატით შევიდა, მათ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერ ხათუნა სამნიძესთან და დამოუკიდებელ დეპუტატ ტარიელ ნაკაიძესთან ერთად პოლიტიკური ჯგუფი „რეფორმების ჯგუფი“ დააარსეს.დეპუტატის თქმით, მისი გადაწყვეტილება განპირობებულია ბოლო პერიოდში „სტრატეგია აღმაშენებელის" საპარლამენტო მუშაობისგან დისტანცირებით.„პარლამენტის წევრი აქტიურად უნდა იყოს ჩართული საპარლამენტო მუშაობაში განსაკუთრებით ქვეყნისთვის უაღრესად კრიტიკულ დროს, როდესაც საკითხი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის ევროპული რეკომენდაციების განხორციელებას ეხება“, - დაწერა აქუბარდიამ.ევროპულმა საბჭომ ივნისში მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ა.შ.სად უფრო მეტად იგრძნობა პოლარიზაცია საქართველოში: სალომე ზურაბიშვილის შეფასება>>>1 ივლისიდან მმართველი პარტია სამუშაო ჯგუფების ფარგლებში ოპოზიციის ნაწილისა და სამოქალაქო სექტორის ერთი ნაწილის მხარდაჭერით ევროკავშირის პირობების შესრულებაზე მის მიერ შემუშავებული გეგმით მუშაობს.ოპოზიციის დანარჩენი ნაწილმა შეიმუშავა საკუთარი წინადადებები ალტერნატიულ ფორმატში, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით.მმართველი პარტიის მიერ შეთავაზებულ ფორმატში მუშაობაზე უარი ოპოზიციონერებმა იმით ახსნეს, რომ ხელისუფლება რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობას გარკვეული დათქმებით დათანხმდა. ოპოზიციის განმარტებით, ეს დათქმები „ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას“.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/07/259383624_1106:366:2846:1671_1920x0_80_0_0_745912838fbddf332ad8f0a7b949a3e6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტი, ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტი, ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
თეონა აქუბარდიამ „სტრატეგია აღმაშენებელი“ დატოვა
დეპუტატის თქმით, მისი გადაწყვეტილება განპირობებულია ბოლო პერიოდში „სტრატეგია აღმაშენებელის" საპარლამენტო მუშაობისგან დისტანცირებით.
თბილისი, 29 ოქტომბერი – Sputnik. პარლამენტის დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“ დატოვა, რის მიზეზადაც თანაპარტიელებთან პოლიტიკურ საკითხებზე უთანხმოება დაასახელა.
საპარლამენტო არჩევნების შედეგად „სტრატეგია აღმაშენებელი“ საკანონმდებლო ორგანოში სამი დეპუტატით შევიდა, მათ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერ ხათუნა სამნიძესთან და დამოუკიდებელ დეპუტატ ტარიელ ნაკაიძესთან ერთად პოლიტიკური ჯგუფი „რეფორმების ჯგუფი“ დააარსეს.
„მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“, თუმცა ვრჩები საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის“ შემადგენლობაში, სადაც პარტია „სტრატეგია აღმაშენებელთან" ერთად წარმოდგენილია „რესპუბლიკური პარტიის" ლიდერი და დამოუკიდებელი დეპუტატი“, - დაწერა აქუბარდიამ სოციალურ ქსელში.
დეპუტატის თქმით, მისი გადაწყვეტილება განპირობებულია ბოლო პერიოდში „სტრატეგია აღმაშენებელის" საპარლამენტო მუშაობისგან დისტანცირებით.
„პარლამენტის წევრი აქტიურად უნდა იყოს ჩართული საპარლამენტო მუშაობაში განსაკუთრებით ქვეყნისთვის უაღრესად კრიტიკულ დროს, როდესაც საკითხი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის ევროპული რეკომენდაციების განხორციელებას ეხება“, - დაწერა აქუბარდიამ.
ევროპულმა საბჭომ ივნისში მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ა.შ.
1 ივლისიდან მმართველი პარტია სამუშაო ჯგუფების ფარგლებში ოპოზიციის ნაწილისა და სამოქალაქო სექტორის ერთი ნაწილის მხარდაჭერით ევროკავშირის პირობების შესრულებაზე მის მიერ შემუშავებული გეგმით მუშაობს.
ოპოზიციის დანარჩენი ნაწილმა შეიმუშავა საკუთარი წინადადებები ალტერნატიულ ფორმატში, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით.
მმართველი პარტიის მიერ შეთავაზებულ ფორმატში მუშაობაზე უარი ოპოზიციონერებმა იმით ახსნეს, რომ ხელისუფლება რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობას გარკვეული დათქმებით დათანხმდა. ოპოზიციის განმარტებით, ეს დათქმები „ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას“.