საქართველოს ეკონომიკის მომავალი: საბიუჯეტო ოფისმა პროგნოზი გამოაქვეყნა

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 29.10.2022
გამოწერა
თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისმა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ივნისის პროგნოზთან შედარებით 2,8%- გაზარდა.
მანამდე ქვეყნის ეკონომიკის ზრდის პროგნოზი საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც 2022 წელს ქვეყნის მშპ-ის ზრდა 10%-ს შეადგენს. თუმცა იქვე აღნიშნა, რომ ეს ჭარბი ზრდაა.
საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, 2022 წელს საქართველოს ეკონომიკა 9,5%-ით გაიზრდება. ასეთი მაღალი ზრდის მიზეზი არის საგარეო ვაჭრობის, ფულადი გზავნილების, ინვესტიციების და სხვა სფეროების მაღალი მაჩვენებლები, რომლებიც გავლენას ახდენს ეკონომიკაზე.

„აღნიშნული პროგნოზი ემყარება დაშვებას, რომ მიმდინარე წელს და საშუალოვადიან პერიოდში შენარჩუნდება კორონავირუსის პანდემიის შემდეგ დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციები, უფრო მეტად გაიზრდება ტურიზმის მაჩვენებლები, მნიშვნელოვან დონეზე შენარჩუნდება საგარეო ვაჭრობისა და სხვა ეკონომიკური მაჩვენებლები“, — ნათქვამია საბიუჯეტო ოფისის მაკროეკონომიკურ პროგნოზში.

გარდა ამისა, ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შედგენისას ოფისმა მხედველობაში მიიღო როგორც ქვეყნის შიდა ეკონომიკური აქტივობა, ისე საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებები და პროგნოზი.
რაც შეეხება ინფლაცის ტემპს, საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, 2022 წლის მეორე ნახევრიდან ინფლაციაკლე ბას დაიწყებს, თუმცა მიზნობრივ მაჩვენებელს (3.0%) 2023 წლის ბოლოს მიუახლოვდება.
ყველა ახალი ამბავი
0