რუსთავში დედას და 2 მცირეწლოვანს ავტომობილი დაეჯახა

© photo: Sputnik / Stringerსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 29.10.2022
გამოწერა
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო „სასწრაფო დახმარებისა“ და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები
თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. რუსთავში ახალგაზრდა ქალს ავტომობილი დაეჯახა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
წინასწარი ინფორმაციით, 30 წლამდე ქალი რამდენიმე თვის ჩვილთან და 7 წლამდე ბავშვთან ერთად გზაზე გადადიოდა, რა დროსაც მას ავტომობილი დაეჯახა.
პაციენტები მოტეხილობებითა და დაბეჟილობებით თავდაპირველად კლინიკა „რუსთავში" შეიყვანეს, შემდეგ კი თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს.
ყველა ახალი ამბავი
0