https://sputnik-georgia.com/20221029/otar-shamugiam-somxeti-elchtan-shexvedrebi-gamarta-271751316.html
სოფლის მეურნეობის მინისტრმა სომხეთის ელჩთან შეხვედრა გამართა
სოფლის მეურნეობის მინისტრმა სომხეთის ელჩთან შეხვედრა გამართა
Sputnik საქართველო
აშოტ სმბატიანი საქართველოში ელჩის თანამდებობაზე 2022 წლის აგვისტოში დაინიშნა. 29.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-29T15:03+0400
2022-10-29T15:03+0400
2022-10-29T15:03+0400
საქართველო
სომხეთი
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საზოგადოება
პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1c/251295769_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_7180530b8332c01a00581d030ccae279.jpg
თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია საქართველოში სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ აშოტ სმბატიანს შეხვდა.საქართველოს მთავრობის წევრმა ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და საქმიანობაში წარმატება უსურვა.შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს და სოფლის მეურნეობის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს.აშოტ სმბატიანმა ქვეყნებს შორის საუკუნოვან კეთილმეზობლურ ურთიერთობას გაუსვა ხაზი და გამოთქვა მზადყოფნა ხელი შეუწყოს საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავებას.აშოტ სმბატიანი ელჩის თანამდებობაზე 2022 წლის აგვისტოში დაინიშნა. მანამდე იგი ელჩი იყო გერმანიაში (2015 წელს), 2018 წელს კი შეთავსებით ლიხტენშტეინის ელჩიც გახდა. სმბატიანმა დაამთავრა დრეზდენის ტექნიკური უნივერსიტეტი, იყო ლაიფციგის უნივერსიტეტის ასპირანტი.
საქართველო
სომხეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1c/251295769_278:0:3009:2048_1920x0_80_0_0_6bc9b298ad7dbf0fc44c31f9c8dde646.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სომხეთი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საზოგადოება, პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, სომხეთი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საზოგადოება, პოლიტიკა, ახალი ამბები
სოფლის მეურნეობის მინისტრმა სომხეთის ელჩთან შეხვედრა გამართა
აშოტ სმბატიანი საქართველოში ელჩის თანამდებობაზე 2022 წლის აგვისტოში დაინიშნა.
თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია საქართველოში სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ აშოტ სმბატიანს შეხვდა.
საქართველოს მთავრობის წევრმა ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და საქმიანობაში წარმატება უსურვა.
შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს და სოფლის მეურნეობის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს.
აშოტ სმბატიანმა ქვეყნებს შორის საუკუნოვან კეთილმეზობლურ ურთიერთობას გაუსვა ხაზი და გამოთქვა მზადყოფნა ხელი შეუწყოს საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავებას.
აშოტ სმბატიანი ელჩის თანამდებობაზე 2022 წლის აგვისტოში დაინიშნა. მანამდე იგი ელჩი იყო გერმანიაში (2015 წელს), 2018 წელს კი შეთავსებით ლიხტენშტეინის ელჩიც გახდა. სმბატიანმა დაამთავრა დრეზდენის ტექნიკური უნივერსიტეტი, იყო ლაიფციგის უნივერსიტეტის ასპირანტი.