მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ნენსი პელოსის მეუღლეს პოლიციის თვალწინ ჩაარტყეს ჩაქუჩი: ვიდეო შემთხვევის ადგილიდან

© photo: Sputnik / Alexey Vitvitskiy / გადასვლა მედიაბანკშინენსი პელოსი
ნენსი პელოსი - Sputnik საქართველო, 1920, 29.10.2022
გამოწერა
თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერ ნენსი პელოსის მეუღლე პოლ პელოსი შემთხვევის ადგილზე გამოძახებული პოლიციის თვალწინ სცემეს ჩაქუჩით, განუცხადა ჟურნალისტებს სან-ფრანცისკოს სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენელმა.
პოლ პელოსის თავს სან-ფრანცისკოს სახლში ყოფნისას დაეხნენ თავს, როდესაც მისი მეუღლე ვაშინგტონში იმყოფებოდა. პოლიციამ თავდამსხმელი ადგილზე დააკავა — ეს 42 წლის კანადელი დევიდ დეპეიპი აღმოჩნდა.
როგორც პოლიციის წარმომადგენელმა აღნიშნა, სამართალდამცველები სახლის ზღურბლზე იდგნენ და ხედავდნენ, როგორ ეჭიდებოდნენ პოლ პელოსი და დევიდ დეპეიპი ჩაქუჩს თითო ხელით. ოფიცრებმა მამაკაცებს ჩაქუჩის დაგდება უბრძანეს, მაგრამ ამ დროს დეპეიპმა პელოსის ჩაქუჩი ხელიდან გამოსტაცა და ჩაარტყა.
პოლიციელებმა დეპეიპი მაშინვე დააკავეს და პელოსის პირველი დახმარება აღმოუჩინეს, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც ექიმებმა დაადგინეს, მას თავის ქალა ჰქონდა გაბზარული, ხელებზე კი სერიოზული ტრავმები აღენიშნებოდა.
პოლ პელოსის უკვე ჩაუტარდა ოპერაცია. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
როგორც პოლიციის წარმომადგენელმა განუცხადა ჟურნალისტებს, თავდამსხმელს კარი შიგნიდან გაუღეს. ამასთან მან შეაქო 911-ის ოპერატორი მისი „სამაშველო ინტუიციისთვის“, რომელმაც პელოსის მინიშნებები სწორად გაიგო და დაუყოვნებლივ გაგზავნა პოლიცია ადგილზე.
პოლიცია დარწმუნებულია, რომ მომხდარი წინასწარ განზრახული თავდასხმა იყო, თუმცა სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენელმა დანაშაულის მოტივაციაზე კომენტარისგან თავი შეიკავა.
„ჩვენ ჯერ არ ვართ იმ წერტილზე, როცა მოტივებზე საჯაროდ საუბარი შეიძლება. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ეს შემთხვეით არ მომხდარა და სრულიად განზრახული ქმედება იყო. ჩვენ ეს ვიცით“, — თქვა პოლიციელმა.
ამასთან მან ხაზი გაუსვა, რომ ნენსი პელოსის სახლის უსაფრთხოებაზე კაპიტოლიუმის პოლიციამ იზრუნა და შესაბამისი კითხვებიც მათკენ გადაამისამართა.
ყველა ახალი ამბავი
0