https://sputnik-georgia.com/20221029/dis-mkvlelobis-paqtze-dakavebuls-patimroba-sheeparda-271753528.html
დის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა
დის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა
Sputnik საქართველო
დანაშაული 10-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 29.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-29T16:10+0400
2022-10-29T16:10+0400
2022-10-29T16:10+0400
საქართველო
კრიმინალი საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/04/260181200_59:54:1280:741_1920x0_80_0_0_f2476d7bec160f23b314a41f2cdb481c.jpg
თბილისი, 29 — Sputnik. თელავის რაიონულმა სასამართლოს საკუთარი დის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ 35 წლის მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.სასამართლო სხდომაზე ადვოკატები ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ან მისთვის გირაოს შეფარდებას მოითხოვდნენ. ბრალდების მხარემ კი პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობა დააყენა - მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.გამოძიების ცნობით, შემთხვევა 26 ოქტომბერს სიღნაღის რაიონის სოფელ ტიბაანში, ცენტრალურ მაგისტრალზე მოხდა, სადაც ბრალდებულს ძმასთან კონფლიქტი მოუვიდა.ძმებს შორის დაპირისპირებაში 34 წლის დაც ჩაერთო. აღნიშნულით განაწყენებულმა ბრალდებულმა ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ახალგაზრდა ქალს, რომელიც ასფალტზე დაეცა, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები მიიღო და შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.გამოძიება სსკ-ის11 პრიმა 117-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) მიმდინარეობს, რაც 10-დან 14 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/04/260181200_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_6989f285e87b7fcecc25475c0d35d0cd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
დის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა
დანაშაული 10-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 29 — Sputnik. თელავის რაიონულმა სასამართლოს საკუთარი დის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ 35 წლის მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
სასამართლო სხდომაზე ადვოკატები ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ან მისთვის გირაოს შეფარდებას მოითხოვდნენ. ბრალდების მხარემ კი პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობა დააყენა - მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
გამოძიების ცნობით, შემთხვევა 26 ოქტომბერს სიღნაღის რაიონის სოფელ ტიბაანში, ცენტრალურ მაგისტრალზე მოხდა, სადაც ბრალდებულს ძმასთან კონფლიქტი მოუვიდა.
ძმებს შორის დაპირისპირებაში 34 წლის დაც ჩაერთო. აღნიშნულით განაწყენებულმა ბრალდებულმა ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ახალგაზრდა ქალს, რომელიც ასფალტზე დაეცა, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები მიიღო და შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
გამოძიება სსკ-ის11 პრიმა 117-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) მიმდინარეობს, რაც 10-დან 14 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.