https://sputnik-georgia.com/20221028/xalxuri-rwmena-paraskevs-iatakis-mowmenda-ar-seizleba-271731264.html
რატომ არ შეიძლება იატაკის მოწმენდა პარასკევს: უძველესი მინიშნება
რატომ არ შეიძლება იატაკის მოწმენდა პარასკევს: უძველესი მინიშნება
Sputnik საქართველო
თუ გადაწყვეტთ, რომ შაბათ-კვირა მხოლოდ დასვენებისთვის უნდა გამოიყენოთ და ამიტომ ჯობს სახლი პარასკევს დალაგოთ, ნება თქვენია, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა... 28.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-28T17:09+0400
2022-10-28T17:09+0400
2022-10-28T20:34+0400
ხალხური რწმენა-მინიშნებები
ეს საინტერესოა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24542/53/245425316_0:106:1920:1186_1920x0_80_0_0_ff5e244e858be70fa95c97833f246c40.jpg
თუ გადაწყვეტთ, რომ შაბათ-კვირა მხოლოდ დასვენებისთვის უნდა გამოიყენოთ და ამიტომ ჯობს სახლი პარასკევს დალაგოთ, ნება თქვენია, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოწმინდოთ იატაკი. ასე გვასწავლის ხალხური რწმენა.ზოგადად, პარასკევთან არაერთი ცრურწმენა და აკრძალვაა დაკავშირებული. მაგალითად, ძველ ხალხს სწამდა, რომ ამ დღეს არც თმის შეჭრა შეიძლებოდა და არც ფრჩხილების დაქნა, არც ღვინის (არყის) სმა და მოლხენა...ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ იატაკის მოწმენდა რა შუაშია?როგორც ირკვევა, ამ ცრურწმენის ფესვები ძალიან შორს მიდის და ქრისტეს ცხოვრებას უკავშირდება.ცნობილია, რომ იუდამ ქრისტე სწორედ პარასკევ დღეს გასცა და მაცხოვარი იმავე დღეს აცვეს ჯვარს. როგორც ჩანს, კაცობრიობის ისტორიაში ამ უმძიმესმა დანაშაულმა არაერთ თაობაზე მოახდინა გავლენა და, შესაბამისად, უამრავი ცრურწმენაც წარმოიშვა.მაგალითად:მოკლედ, პარასკეობით „წყლიანი საქმე“ აკრძალული იყო და ძველი ქალებიც სხვა დღეებისთვის გადადებდნენ ხოლმე ჭურჭლისა თუ სამოს-თეთრეულის რეცხვას.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24542/53/245425316_215:0:1920:1279_1920x0_80_0_0_f376c0323f0062716b8a0a46648622c6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ხალხური რწმენა-მინიშნებები, ეს საინტერესოა
ხალხური რწმენა-მინიშნებები, ეს საინტერესოა
რატომ არ შეიძლება იატაკის მოწმენდა პარასკევს: უძველესი მინიშნება
17:09 28.10.2022 (განახლებულია: 20:34 28.10.2022) თუ გადაწყვეტთ, რომ შაბათ-კვირა მხოლოდ დასვენებისთვის უნდა გამოიყენოთ და ამიტომ ჯობს სახლი პარასკევს დალაგოთ, ნება თქვენია, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოწმინდოთ იატაკი. ასე გვასწავლის ხალხური რწმენა.
ზოგადად, პარასკევთან არაერთი ცრურწმენა და აკრძალვაა დაკავშირებული. მაგალითად, ძველ ხალხს სწამდა, რომ ამ დღეს არც თმის შეჭრა შეიძლებოდა და არც ფრჩხილების დაქნა, არც ღვინის (არყის) სმა და მოლხენა...
ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ იატაკის მოწმენდა რა შუაშია?
როგორც ირკვევა, ამ ცრურწმენის ფესვები ძალიან შორს მიდის და ქრისტეს ცხოვრებას უკავშირდება.
ცნობილია, რომ იუდამ ქრისტე სწორედ პარასკევ დღეს გასცა და მაცხოვარი იმავე დღეს აცვეს ჯვარს. როგორც ჩანს, კაცობრიობის ისტორიაში ამ უმძიმესმა დანაშაულმა არაერთ თაობაზე მოახდინა გავლენა და, შესაბამისად, უამრავი ცრურწმენაც წარმოიშვა.
ძველებს სჯეროდათ, რომ პარასკევს ბნელი ძალა აქტიურდება და თუ იატაკს მოასუფთავებდნენ, უწმინდური აუცილებლად მიაკითხავდა მათ საცხოვრებელს.
ამასთან, აუცილებლად მოხდებოდა ოჯახში ჩხუბი, უსიამოვნება და გაჩნდებოდა ფინანსური პრობლემები.
წინაპრების რწმენით, ვისაც გამდიდრება სურდა, იატაკი სამშაბათს უნდა მოესუფთავებინა.
თუ გოგო გასათხოვარი იყო და მდიდარ კაცს ეძებდა საქმროდ, ყოველთვის დილით ადრე უნდა მიეხედა ამ საქმისთვის – რაღა თქმა უნდა, პარასკევის გარდა ნებისმიერ დღეს.
თუ მიჯნურის პოვნა სურდა, კვირა საღამოსთვის უნდა გადაეტანა იატაკის მორეცხვა-მოწმენდა.
მოკლედ, პარასკეობით „წყლიანი საქმე“ აკრძალული იყო და ძველი ქალებიც სხვა დღეებისთვის გადადებდნენ ხოლმე ჭურჭლისა თუ სამოს-თეთრეულის რეცხვას.