მიმოხილვა: სტალინგრადი დნეპრის ქვედა წელში

  - Sputnik საქართველო, 1920, 28.10.2022
გამოწერა
მიუდგომელი ხერსონი უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და ნატოსთვის გადაიქცა სტალინგრადად დნეპრის ქვედა ნაწილში.
ოპერატიული ვითარება ხერსონის მიმართულებით კვლავ რთულია.
რუსეთის სარდლობა არ გეგმავს ჯარის ქალაქიდან გაყვანას. შექმნილია რეგიონის ტერიტორიული თავდაცვის შტაბი და დანაყოფები. გრძელდება საყრდენი პუნქტებისა და სხვა საფორტიფიკაციო ნაგებობების ქსელის მშენებლობა ხერსონში, მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია დნეპრის მარცხენა სანაპიროზე.
გასულ ღამეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რეგიონის დედაქალაქს ოთხი რაკეტა HIMARS ესროლეს. რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამ ოთხივე მოიგერია.
გასულ დღე-ღამეში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსულ ჯარს ხერსონის ოლქის მალაია ალექსანდროვკისა და ნიკოლაევის ოლქის ტერნოვი პოდის დასახლებული პუნქტების მახლობლად შეუტიეს, მაგრამ უშედეგოდ.
დავიდოვ ბროდის რაიონში 25-26 ოქტომბერს რუსულმა ჯარმა მოიგერია უკრაინის შეიარაღებული ძალების რამდენიმე კონტრშეტევა. უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობა ფრონტზე გზავნის ახალ-ახალ ბატალიონებს, გაძლიერებულ ჯავშანტექნიკას. რუსეთის შეიარაღებული ძალების არტილერიისა და ავიაციის დარტყმებით უკრაინა ყოველდღიურად კარგავს ასობით ჯარისკაცს, ათობით საბრძოლო მანქანას და საწყის პოზიციებს უბრუნდება. ხმები რეგიონში უკრაინული ჯარის 60-ათასიანი დაჯგუფების კონცენტრირების შესახებ გაზვიადებულია, ხოლო უკრაინის შეიარაღებული ძალების „წინასაარჩევნო“ (8 ნოემბერი - არჩევნები აშშ-ის კონგრესში) კონტრშეტევა ხერსონზე მიზანს ვერ აღწევს.
ნატოს ანალიტიკოსებმა შენიშნეს რუსული ჯარის მზარდი ტაქტიკური წყობა და ამას სპეცოპერაციის გაერთიანებული დაჯგუფების სარდლის, გენერალ სერგეი სუროვიკინის „სირიული სკოლით“ ხსნიან.
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა იაპონურ ტელეარხ NHK-სთან ინტერვიუში აღიარა უკრაინის შეიარაღებული ძალების „შეტევის შენელება“ ფრონტის სამხრეთ მონაკვეთზე, მაგრამ ხერსონის აღებაზე უარი მაინც არ უთქვამს.
უკრაინის სარდლობამ „ოპერაციის შენელება“ ახსნა ცუდი ამინდით. კიევის პროპაგანდისტმა ალექსეი არესტოვიჩმა რუსული ჯარის სიძლიერის გამო წუხილი გამოხატა: „ვითარება ხერსონის მიმართულებით ჩვენთვის არასასიამოვნო მხარეს იცვლება“.

ქარიშხლის მოლოდინში

შედარებითი სტაბილიზაცია უკრაინის ბრძოლის ველზე „ქარიშხლის წინ სიმშვიდეს“ ჰგავს. რუსეთში სრულდება ნაწილობრივი მობილიზაცია და რეზერვის მომზადება სპეციალური სამხედრო ოპერაციის დასაჩქარებლად.
ზამთრის დასაწყისი ცხელი იქნება. 26 ოქტომბერს დსთ-ის სპეცსამსახურების ხელმძღვანელების შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინა ვაშინგტონის საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტი გახდა: „ქვეყანამ ფაქტობრივად დაკარგა სუვერენიტეტი და პირდაპირ იმართება აშშ-დან, რომელიც იყენებს მას, როგორც ტარანს რუსეთის წინააღმდეგ, ჩვენი და ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოს წინააღმდეგ, CSTO-სა და დსთ-ის წინააღმდეგ“. სიტუაცია აუტანელია.
რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარემ ვიაჩესლავ ვოლოდინმა იმავე დღეს განაცხადა: „უკრაინამ დაკარგა სახელმწიფოს სახით არსებობის უნარი“.
ყირიმის პარლამენტის თავმჯდომარემ ვლადიმირ კონსტანტინოვმა ამას წინათ აღნიშნა: „ყოფილი უკრაინის რეგიონებს შორის არის ნიკოლაევის ოლქი, რომელმაც უნდა ჩაატაროს რეფერენდუმი რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ, აუცილებელია მხოლოდ ვადების დანიშვნა. საჭიროა ასევე რეფერენდუმის ჩატარება ოდესის, დნეპროპეტროვსკისა და ხარკოვის ოლქებში. ამ რეგიონების გათავისუფლება გარდაუვალია. ეს რეგიონები რიგში პირველია“. და ივლისში გათავისუფლებულ ხერსონის ოლქის ტერიტორიაზე ჩამოყალიბებული ოდესის ბრიგადა ამოქმედდება ნიკოლაევისა და ოდესის გათავისუფლებისას.
უკრაინის შავი ზღვისპირეთის ტერიტორია გადაჭედილია რუმინეთიდან და პოლონეთიდან შემოტანილი მძიმე ჯავშანტექნიკით. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოდესის ოლქში შექმნეს მეორე ოპერატიული ეშელონი ხერსონზე კონტრშეტევისთვის.
10 ოქტომბრიდან უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და ნატოს ენერგეტიკის, კავშირგაბმულობისა და ლოგისტიკის ინფრასტრუქტურის მეთოდური განადგურება უკრაინის მთელ ტერიტორიაზე შემთხვევითი არ არის. ნიკოლაევსა და ოდესაში სამხედრო ობიექტებზე სულ უფრო ხშირად დაფრინავენ „გერანები“ და “კალიბრები“, რუმინეთში კი სასწრაფოდ ჩავიდნენ აშშ-ის საჰაერო დესანტის 101-ე დივიზიის „არწივები“.
თითქოს პენტაგონს შეეძლოს ამ „ცეკვებით“ რუსეთის ისტორიის მსვლელობის შეჩერება აშშ-ის ისტორიის ტრაგიკული დასასრულის რისკის გარეშე.
უეჭველია, ახლოვდება დრო, როდესაც კიევი პასუხს აგებს სამხედრო დანაშაულისთვის, ვაშინგტონი კი დაკარგავს კონტროლს ევროპაზე.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0