https://sputnik-georgia.com/20221028/tv-pirvelis-winaagmdeg-procesi-grzeldeba-shexvedris-detalebi-271738962.html
„TV პირველის" წინააღმდეგ კალაძის სასამართლო პროცესი გრძელდება: სხდომის დეტალები
„TV პირველის" წინააღმდეგ კალაძის სასამართლო პროცესი გრძელდება: სხდომის დეტალები
Sputnik საქართველო
კახა კალაძე ტელეკომპანიისგან და ჟურნალისტ მაია მამულაშვილისგან საჯაროდ გავრცელებული დეზინფორმაციის უარყოფას და მორალური ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს. 28.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-28T19:53+0400
2022-10-28T19:53+0400
2022-10-28T22:33+0400
საქართველო
პოლიტიკა
კახა კალაძე
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/0d/267400032_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_2aac2272012af86d2055cb42ac9b35ee.jpg
თბილისი, 28 ოქტომბერი – Sputnik. ტელეკომპანია „TV პირველის“ და ჟურნალისტ მაია მამულაშვილის წინააღმდეგ თბილისის მერის კახა კალაძის საჩივრის განხილვა 21 ნოემბერს გაგრძელდება.მიმდინარე წლის 20 ივნისს კალაძემ ცილისწამების უარყოფისა და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. საქმე ეხება 5 ივნისს ტელეკომპანია „TV პირველის“ ეთერში მაია მამულაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ „კახა კალაძემ მხოლოდ ერთი ტენდერიდან 60 მილიონი მიიღო“. წამყვანის თქმით, ეს ოფიციალური ინფორმაციაა.კალაძე ტელეკომპანიისგან და ჟურნალისტ მაია მამულაშვილისგან საჯაროდ გავრცელებული დეზინფორმაციის უარყოფას და მორალური ზიანის ანაზღაურებას – 100 ათასი ლარის გადახდას ითხოვს.სასამართლოს მოგების შემთხვევაში რაში დახარჯავს თბილისის მერი მიღებულ თანხას>>>პარასკევს გამართულ სასამართლო სხდომაზე „TV პირველის“ ადვოკატმა ქეთევან ზანდუკელმა სხდომის გადატანა მოითხოვა იმ მოტივით, რომ მას მეორე მხარის მიერ წარდგენილი დამატებითი მტკიცებულებები არ გადაეცა, ადგილზე კი მათ გაცნობას ტექნიკური პრობლემების გამო ვერ მოახერხებდა.ამიტომ კალაძის ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ საკუთარი მტკიცებულებები უკან გაითხოვა და სხდომა მხარეების შესავალი სიტყვით გაგრძელდა.„TV პირველის“ და ტელეარხის წამყვანის წინააღმდეგ თბილისის მერის კახა კალაძის სარჩელის განხილვა 21 ნოემბერს გაგრძელდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/0d/267400032_117:0:1253:852_1920x0_80_0_0_7f1737880056de645ddd275781bae303.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა, კახა კალაძე , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა, კახა კალაძე , საზოგადოება, ახალი ამბები
„TV პირველის" წინააღმდეგ კალაძის სასამართლო პროცესი გრძელდება: სხდომის დეტალები
19:53 28.10.2022 (განახლებულია: 22:33 28.10.2022) კახა კალაძე ტელეკომპანიისგან და ჟურნალისტ მაია მამულაშვილისგან საჯაროდ გავრცელებული დეზინფორმაციის უარყოფას და მორალური ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს.
თბილისი, 28 ოქტომბერი – Sputnik. ტელეკომპანია „TV პირველის“ და ჟურნალისტ მაია მამულაშვილის წინააღმდეგ თბილისის მერის კახა კალაძის საჩივრის განხილვა 21 ნოემბერს გაგრძელდება.
მიმდინარე წლის 20 ივნისს კალაძემ ცილისწამების უარყოფისა და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. საქმე ეხება 5 ივნისს ტელეკომპანია „TV პირველის“ ეთერში მაია მამულაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ „კახა კალაძემ მხოლოდ ერთი ტენდერიდან 60 მილიონი მიიღო“. წამყვანის თქმით, ეს ოფიციალური ინფორმაციაა.
კალაძე ტელეკომპანიისგან და ჟურნალისტ მაია მამულაშვილისგან საჯაროდ გავრცელებული დეზინფორმაციის უარყოფას და მორალური ზიანის ანაზღაურებას – 100 ათასი ლარის გადახდას ითხოვს.
პარასკევს გამართულ სასამართლო სხდომაზე „TV პირველის“ ადვოკატმა ქეთევან ზანდუკელმა სხდომის გადატანა მოითხოვა იმ მოტივით, რომ მას მეორე მხარის მიერ წარდგენილი დამატებითი მტკიცებულებები არ გადაეცა, ადგილზე კი მათ გაცნობას ტექნიკური პრობლემების გამო ვერ მოახერხებდა.
ამიტომ კალაძის ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ საკუთარი მტკიცებულებები უკან გაითხოვა და სხდომა მხარეების შესავალი სიტყვით გაგრძელდა.
„TV პირველის“ და ტელეარხის წამყვანის წინააღმდეგ თბილისის მერის კახა კალაძის სარჩელის განხილვა 21 ნოემბერს გაგრძელდება.