სამდღიანი შიმშილობა იმუნურ სისტემას 100%-ით ანახლებს: მეცნიერთა აღმოჩენა

© Pixabay / jarmolukახალგაზრდა მეცნიერ-მკვლევარი ლაბორატორიაში
ახალგაზრდა მეცნიერ-მკვლევარი ლაბორატორიაში - Sputnik საქართველო, 1920, 28.10.2022
გამოწერა
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. შიმშილობისას ადამიანის ორგანიზმი არასაჭირო და დაზიანებული უჯრედებისგან იწმინდება, ხოლო როცა ადამიანი კვლავ იწყებს ჭამას, მისი ღეროვანი უჯრედები ახალ ლეიკოციტებს წარმოქმნის, რითაც იმუნური სისტემა სრულად ახლდება, აცხადებენ სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის სწავლულები.
მათი თქმით, საქმე „მნიშვნელოვან აღმოჩენასთან“ გვაქვს, ვინაიდან სამდღიანი შიმშილობა ასაკოვან ადამიანებსაც კი უახლებს იმუნურ სისტემას.
არაერთი დიეტოლოგის მოსაზრების საწინააღმდეგოდ, რომ შიმშილობა სერიოზულ ზიანს აყენებს ორგანიზმს, ახალი კვლევებით დადგინდა, რომ, მაგალითად, მარხვის შემდეგ ღეროვანი უჯრედები დიდი რაოდენობით იწყებს ლეიკოციტების წარმოქმნას, რომლებიც აქტიურად ებრძვიან ინფექციებს.
კალიფორნიელი მეცნიერების ვარაუდით, მათ აღმოჩენას უზარმაზარი სარგებლის მოტანა შეუძლია არა მხოლოდ სუსტი იმუნური სისტემის მქონეთათვის, არამედ ონკოლოგიური პაციენტებისთვისაც, ასევე ასაკოვანი ადამიანებისთვის — სხვადასხვა დაავადებებთან გასამკლავებლად.
როგორც ექსპერტები ამბობენ, შიმშილობა ორგანიზმისთვის ერთგვარი გადატვირთვაა, რომელიც ორგანიზმსა და მის ღეროვან უჯრედებს აიძულებს, აწარმოონ ახალი ლეიკოციტები.

„შიმშილობა ღეროვან უჯრედებს აძლევს ბრძანებას „სრული სვლით!“ – გასამრავლებლად და მთელი სისტემის გასაახლებლად. ორგანიზმი თავისუფლდება ძველი და დაზიანებული უჯრედებისგან და ადამიანები სრულიად ახალ იმუნურ სისტემას იღებენ“, — ამბობს პროფესორი ვალტერ ლონგო.

კვლევების პროცესში ექსპერიმენტის მონაწილეებს ექვსი თვის განმავლობაში რეგულარულად ატარებინებდნენ შიმშილობის 2-4 დღიან ციკლებს. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ მრავალდღიანი შიმშილობა ამცირებს დაბერების ფერმენტ პროტეინკინაზასა და ასევე კიბოს სიმსივნეების ზრდაზე პასუხისმგებელი ჰორმონების რაოდენობას.
თუ ეს აღმოჩენა სხვა მკვლევარების კლინიკური ცდებითაც დადასტურდება, სამკურნალო შიმშილობა შესაძლოა ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ პროცედურად იქცეს, რომელსაც სუსტი იმუნური სისტემის მქონე ადამიანებს დაუნიშნავენ, განსაკუთრებით, ასაკოვნებსა და კიბოთი დაავადებულებს.
თუმცა მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ ამ მეთოდიკას მხოლოდ გამოცდილი დიეტოლოგებისა და ექიმების მეთვალყურეობით უნდა მივმართოთ, რათა ორგანიზმს ზიანი არ მივაყენოთ.
ყველა ახალი ამბავი
0