https://sputnik-georgia.com/20221028/rusetshi-nawilobrivi-mobilizacia-dasrulda-shoigum-putins-shedegebi-moaxsena-271740641.html
რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია დასრულდა: შოიგუმ პუტინს შედეგები მოახსენა
რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია დასრულდა: შოიგუმ პუტინს შედეგები მოახსენა
Sputnik საქართველო
ჯარის დაკომპლექტება მხოლოდ მოხალისეებისა და კონტრაქტორების ხარჯზე გაგრძელდება, აღნიშნა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა. 28.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-28T21:10+0400
2022-10-28T21:10+0400
2023-07-20T15:55+0400
რუსეთი
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
პოლიტიკა
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/1c/271738465_0:0:3045:1714_1920x0_80_0_0_2fb0299b160639649ec8576ffdf36896.jpg
თბილისი, 28 ოქტომბერი – Sputnik. 300 ათასი ადამიანის ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში გაწვევის შესახებ განკარგულება შესრულებულია, დამატებითი დავალებების გაცემა არ იგეგმება, განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან გამართულ შეხვედრაზე. მისი სიტყვებით, ჯარების დაკომპლექტება მხოლოდ მოხალისეებისა და კონტრაქტორების ხარჯზე გაგრძელდება.მინისტრმა პრეზიდენტს მოახსენა, რომ წვრთნების შემდეგ 82 ათასი წვევამდელი უკვე გაგზავნილია მოქმედ ჯარში. როგორც შოიგუმ აღნიშნა, საწყის ეტაპზე მობილიზებულების მომარაგების პრობლემა იყო, ახლა ეს მოგვარებულია.თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც შეიარაღებული ძალების რიგებში გაწევრიანდა ნაწილობრივი მობილიზაციის დროს. „მადლობა ვალის ერთგულებისა და პატრიოტიზმისთვის!“ – განაცხადა პუტინმა. რუსეთის პრეზიდენტის სიტყვებით, გამომდინარე სპეცოპერაციის ჩატარების გამოცდილებიდან, ნათელია, რომ აუცილებელია შეიარაღებული ძალების ყველა კომპონენტის კორექტირება. ნაწილობრივი მობილიზაცია რუსეთში 21 სექტემბერს პრეზიდენტის განკარგულების თანახმად დაიწყო. თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს თქმით, იგი საჭიროა 1.000 კილომეტრიანი ფრონტის ხაზის და რუსეთის ახალი ტერიტორიების გასაკონტროლებლად.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/1c/271738465_243:0:2972:2047_1920x0_80_0_0_040fd8cdc1e88b1f93a77d073cbc532e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, პოლიტიკა, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, პოლიტიკა, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია დასრულდა: შოიგუმ პუტინს შედეგები მოახსენა
21:10 28.10.2022 (განახლებულია: 15:55 20.07.2023) ჯარის დაკომპლექტება მხოლოდ მოხალისეებისა და კონტრაქტორების ხარჯზე გაგრძელდება, აღნიშნა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა.
თბილისი, 28 ოქტომბერი – Sputnik. 300 ათასი ადამიანის ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში გაწვევის შესახებ განკარგულება შესრულებულია, დამატებითი დავალებების გაცემა არ იგეგმება, განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან გამართულ შეხვედრაზე.
მისი სიტყვებით, ჯარების დაკომპლექტება მხოლოდ მოხალისეებისა და კონტრაქტორების ხარჯზე გაგრძელდება.
„ისინი, ვინც საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობს, მიიღებენ ვეტერანის სტატუსს და სოციალური შეღავათების შესაბამის პაკეტს. მობილიზაციის ფარგლებში გაწვეული მოქალაქეების გაგზავნა დღეს დასრულდა. მოქალაქეებს უწყებები აღარ ეგზავნებათ. თქვენ მიერ გაცემული დავალება – 300 ათასი ადამიანი – შესრულებულია. არავითარი დამატებითი დავალებები არ იგეგმება“, – მიმართა შოიგუმ პუტინს.
მინისტრმა პრეზიდენტს მოახსენა, რომ წვრთნების შემდეგ 82 ათასი წვევამდელი უკვე გაგზავნილია მოქმედ ჯარში. როგორც შოიგუმ აღნიშნა, საწყის ეტაპზე მობილიზებულების მომარაგების პრობლემა იყო, ახლა ეს მოგვარებულია.
თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც შეიარაღებული ძალების რიგებში გაწევრიანდა ნაწილობრივი მობილიზაციის დროს. „მადლობა ვალის ერთგულებისა და პატრიოტიზმისთვის!“ – განაცხადა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტის სიტყვებით, გამომდინარე სპეცოპერაციის ჩატარების გამოცდილებიდან, ნათელია, რომ აუცილებელია შეიარაღებული ძალების ყველა კომპონენტის კორექტირება.
ნაწილობრივი მობილიზაცია რუსეთში 21 სექტემბერს პრეზიდენტის განკარგულების თანახმად დაიწყო. თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს თქმით, იგი საჭიროა 1.000 კილომეტრიანი ფრონტის ხაზის და რუსეთის ახალი ტერიტორიების გასაკონტროლებლად.