https://sputnik-georgia.com/20221028/papuasvili-kanonis-uzenaesobis-reitingsi-saqartvelo-pirvel-adgilzea-271729520.html
შალვა პაპუაშვილი: საქართველო კანონის უზენაესობის რეიტინგში პირველია რეგიონში
შალვა პაპუაშვილი: საქართველო კანონის უზენაესობის რეიტინგში პირველია რეგიონში
Sputnik საქართველო
საქართველო წინ უსწრებს ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატს, ასევე გაერთიანების ორ ქვეყანას, აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. 28.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-28T16:03+0400
2022-10-28T16:03+0400
2022-10-28T20:23+0400
საქართველო
ახალი ამბები
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/1b/263180184_0:157:1920:1237_1920x0_80_0_0_d1243e51b4931f361925a66e99b43573.jpg
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. საქართველო პირველ ადგილზეა რეგიონის 14 ქვეყანას შორის კანონის უზენაესობის რეიტინგში, განაცხადა ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.მან დააზუსტა, რომ ამ კრიტერიუმით საქართველოს პირველი ადგილი უკავია აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, ხოლო მსოფლიოში – 49-ე.მან ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანას პირველი ადგილი უკავია ღია ბიუჯეტის რეიტინგში და, შესაბამისად, წინ უსწრებს ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას. ამას გარდა, საქართველო კორუფციის დაბალი დონით უსწრებს ევროკავშირის წევრ ცხრა და ნატოს წევრ 11 ქვეყანას.„უკვე მერამდენედ, ფაქტები ამარცხებს აღქმებს; უკვე მერამდენედ ვრწმუნდებით საქართველოს მიმართ ნეგატიური აღქმების ჩამოყალიბებისკენ მიმართული დეზინფორმაციული პროპაგანდის მასშტაბში“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.საქართველოს პოზიცია კანონის უზენაესობის რეიტინგში 2021 წელთან შედარებით არ შეცვლილა. ანგარიშში შეფასებულია 140 ქვეყანა რვა მაჩვენებლით. რეიტინგის პირველ ხუთეულში შედიან დანია, ნორვეგია, ფინეთი, შვედეთი, ნიდერლანდი. რეიტინგის ბოლო ადგილს კი ვენესუელა იკავებს.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/1b/263180184_14:142:1531:1280_1920x0_80_0_0_54707227004d7dec2d4884288afd103d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ახალი ამბები, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
საქართველო, ახალი ამბები, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი: საქართველო კანონის უზენაესობის რეიტინგში პირველია რეგიონში
16:03 28.10.2022 (განახლებულია: 20:23 28.10.2022) საქართველო წინ უსწრებს ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატს, ასევე გაერთიანების ორ ქვეყანას, აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. საქართველო პირველ ადგილზეა რეგიონის 14 ქვეყანას შორის კანონის უზენაესობის რეიტინგში, განაცხადა ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
მან დააზუსტა, რომ ამ კრიტერიუმით საქართველოს პირველი ადგილი უკავია აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, ხოლო მსოფლიოში – 49-ე.
„საქართველო პირველ ადგილზეა რეგიონის 14 ქვეყანას შორის. ის უსწრებს ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატს, უსწრებს ევროკავშირის წევრ ორ ქვეყანას, უსწრებს ნატოს წევრ ხუთ ქვეყანას“, – დაწერა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში.
მან ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანას პირველი ადგილი უკავია ღია ბიუჯეტის რეიტინგში და, შესაბამისად, წინ უსწრებს ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას. ამას გარდა, საქართველო კორუფციის დაბალი დონით უსწრებს ევროკავშირის წევრ ცხრა და ნატოს წევრ 11 ქვეყანას.
„უკვე მერამდენედ, ფაქტები ამარცხებს აღქმებს; უკვე მერამდენედ ვრწმუნდებით საქართველოს მიმართ ნეგატიური აღქმების ჩამოყალიბებისკენ მიმართული დეზინფორმაციული პროპაგანდის მასშტაბში“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
საქართველოს პოზიცია კანონის უზენაესობის რეიტინგში 2021 წელთან შედარებით არ შეცვლილა. ანგარიშში შეფასებულია 140 ქვეყანა რვა მაჩვენებლით. რეიტინგის პირველ ხუთეულში შედიან დანია, ნორვეგია, ფინეთი, შვედეთი, ნიდერლანდი. რეიტინგის ბოლო ადგილს კი ვენესუელა იკავებს.