https://sputnik-georgia.com/20221028/dis-nkvlelobistvis-dakavebul-pirs-brali-warudgines-271739972.html
დის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს ბრალი წარედგინა
დის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს ბრალი წარედგინა
Sputnik საქართველო
დანაშაული 10-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 28.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-28T20:43+0400
2022-10-28T20:43+0400
2022-10-28T22:40+0400
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
კრიმინალი საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/67/234096720_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_3a70f74ecbf408b2813f566b3befea72.jpg
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ საკუთარი დის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ 35 წლის მამაკაცს ბრალი წარუდგინა.გამოძიებამ დაადგინა, რომ შემთხვევა 26 ოქტომბერს სიღნაღის რაიონის სოფელ ტიბაანში, ცენტრალურ მაგისტრალზე მოხდა, სადაც ბრალდებულს ძმასთან კონფლიქტი მოუვიდა.ძმებს შორის დაპირისპირებაში 34 წლის დაც ჩაერთო. აღნიშნულით განაწყენებულმა ბრალდებულმა ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ახალგაზრდა ქალს, რომელიც ასფალტზე დაეცა, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები მიიღო და შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო. სამართალდამცველებმა იგი 27 ოქტომბერს დააკავეს.მამაკაცს ბრალი სსკ-ის 11 პრიმა 117-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა, რაც 10-დან 14 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/67/234096720_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_877774beda229bcc87d78c6f6dabea3e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
დის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს ბრალი წარედგინა
20:43 28.10.2022 (განახლებულია: 22:40 28.10.2022) დანაშაული 10-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ საკუთარი დის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ 35 წლის მამაკაცს ბრალი წარუდგინა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ შემთხვევა 26 ოქტომბერს სიღნაღის რაიონის სოფელ ტიბაანში, ცენტრალურ მაგისტრალზე მოხდა, სადაც ბრალდებულს ძმასთან კონფლიქტი მოუვიდა.
ძმებს შორის დაპირისპირებაში 34 წლის დაც ჩაერთო. აღნიშნულით განაწყენებულმა ბრალდებულმა ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ახალგაზრდა ქალს, რომელიც ასფალტზე დაეცა, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები მიიღო და შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო. სამართალდამცველებმა იგი 27 ოქტომბერს დააკავეს.
მამაკაცს
ბრალი სსკ-ის 11 პრიმა 117-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა, რაც 10-დან 14 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.