https://sputnik-georgia.com/20221028/bavshvze-muqaristvis-dakavebulpirs-brali-daumzimda-271737395.html
ბავშვის მიმართ მუქარისთვის დაკავებულ პირს ბრალი დაუმძიმდა
ბავშვის მიმართ მუქარისთვის დაკავებულ პირს ბრალი დაუმძიმდა
Sputnik საქართველო
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს სამ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება. 28.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-28T19:14+0400
2022-10-28T19:14+0400
2022-10-28T22:23+0400
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
საზოგადოება
ახალი ამბები
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/73/234097334_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_c658b658dcf62445cad61b7eec00123a.jpg
თბილისი, 28 ოქტომბერი – Sputnik. არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული მუქარისთვის დაკავებულ მამაკაცს ბრალი ერთდროულად ორი მუხლით წარედგინა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.გამოძიებამ დაადგინა, რომ წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი 25 ოქტომბერს თბილისში, ერთ-ერთ ბინაში მარტო მყოფ ათი წლის ბავშვს კარზე ხელის და ფეხის ბრახუნით აიძულებდა კარის გაღებას, ხოლო მას შემდეგ, რაც არასრულწლოვანი ვერ დაითანხმა, მას კარის შემტვრევით დაემუქრა.სამართალდამცველებმა მამაკაცი 26 ოქტომბერს დააკავეს.მას ბრალდება სსკ-ის 150-ე მუხლის მეორე (იძულება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) და 151-ე მუხლის მეორე ნაწილით (ქონების განადგურების მუქარა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა, რაც სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/73/234097334_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_9110a34f307253289ed9758fb5184b36.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, საზოგადოება, ახალი ამბები, თბილისი დღეს
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, საზოგადოება, ახალი ამბები, თბილისი დღეს
ბავშვის მიმართ მუქარისთვის დაკავებულ პირს ბრალი დაუმძიმდა
19:14 28.10.2022 (განახლებულია: 22:23 28.10.2022) ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს სამ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
თბილისი, 28 ოქტომბერი – Sputnik. არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული მუქარისთვის დაკავებულ მამაკაცს ბრალი ერთდროულად ორი მუხლით წარედგინა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.
გამოძიებამ დაადგინა, რომ წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი 25 ოქტომბერს თბილისში, ერთ-ერთ ბინაში მარტო მყოფ ათი წლის ბავშვს კარზე ხელის და ფეხის ბრახუნით აიძულებდა კარის გაღებას, ხოლო მას შემდეგ, რაც არასრულწლოვანი ვერ დაითანხმა, მას კარის შემტვრევით დაემუქრა.
სამართალდამცველებმა მამაკაცი 26 ოქტომბერს დააკავეს.
მას ბრალდება სსკ-ის 150-ე მუხლის მეორე (იძულება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) და 151-ე მუხლის მეორე ნაწილით (ქონების განადგურების მუქარა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა, რაც სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.