მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ალეკ ბოლდუინის ინციდენტის გამოძიება დასრულდა: საქმე პროკურორს გადაეცა

© AP Photo / Evan Agostini
  - Sputnik საქართველო, 1920, 28.10.2022
გამოწერა
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. სანტა ფეს შერიფის ოფისმა დაასრულა გამოძიება ვესტერნ Rust-ის ინციდენტზე, რა დროსაც მსახიობმა ალეკ ბოლდუინმა სასიკვდილოდ დაჭრა გადამღები ჯგუფის წევრი, და საქმე საოლქო პროკურორ მერი კარმაკ-ალტვისს გადასცა, იუწყება Los Angeles Times-ი.

„ახლა ოლქის პროკურორი გამომძიებლებისა და პროკურორების გუნდთან ერთად დაიწყებს მონაცემებისა და მტკიცებულებების საფუძვლიან განხილვას, რათა გააზრებული და დროული გადაწყვეტილება მიიღონ ბრალის წაყენების შესახებ“, — ნათქვამია პროკურორის ოფისის პრეს-სამსახურის განცხადებაში.

როგორც გამოცემა წერს ანონიმ წყაროზე დაყრდნობით, შერიფის ოფისის დასკვნაში არ არის დაკონკრეტებული, დაადგინეს თუ არა გამომძიებლებმა, რომ სისხლის სამართლის ბრალდების დასადასტურებლად საკმარისი მტკიცებულებები არსებობს.
ახლა კარმაკ-ალტვისისა და მისი გუნდის გადასაწყვეტია, მოხდა თუ არა დანაშაული იმ დღეს, და თუ ასეა, ვინ უნდა აგოს პასუხი.
საოლქო პროკურორი, რომელიც მანამდე აცხადებდა, რომ ბრალი შესაძლოა ოთხ ადამიანს წაუყენონ (ბულდუინის ჩათვლით), საქმეს რამდენიმე თვის განმავლობაში ამზადებდა. დახმარებისა და საქმის წარმოებისთვის მან სპეციალური პროკურორი დაიქირავა და 317 ათასი დოლარი მიიღო დამატებითი თანამშრომლების დასაფინანსებლად.
2021 წლის ოქტომბერში ალეკ ბოლდუინმა ვესტერნ Rust-ის გადაღებებზე, რეპეტიციის დროს პისტოლეტით გაისროლა, რომელიც არა ფუჭი, არამედ საბრძოლო ტყვიებით აღმოჩნდა დატენილი. ინციდენტის შედეგად გარდაიცვალა უკრაინული წარმოშობის ოპერატორი გალინა ჰაჩინსი, ხოლო რეჟისორი ჯოელ სოუზა მძიმედ დაიჭრა.
ყველა ახალი ამბავი
0