https://sputnik-georgia.com/20221028/271721708.html
რა უნდა ასწავლოს მამამ ვაჟს: 7 კონკრეტული წესი
რა უნდა ასწავლოს მამამ ვაჟს: 7 კონკრეტული წესი
Sputnik საქართველო
დედა ყველაზე მნიშვნელოვან როლს თამაშობს შვილის აღზრდაში, მაგრამ არის რამდენიმე რამ, რაც ჯობს მამამ გააკეთოს. 28.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-28T13:07+0400
2022-10-28T13:07+0400
2022-10-28T17:59+0400
სასარგებლო რჩევები
რჩევები მშობლებს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/i/logo/logo-social.png
მით უმეტეს, თუ ვაჟი გეზრდებათ.სხვა საინტერესო რჩევები მშობლებისა და შვილების ურთიერთობაზე შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ: მაგალითად, ჯობს მამამ აუხსნას ბიჭს, რომ:მოგებაც უნდა იცოდეს და წაგებაც ბიჭისთვის სპორტულ შეჯიბრებებში საუკეთესო კომპანიონი და ქომაგი მამაა. ასეთ დროს ბავშვში მამაკაცური ხასიათი ყალიბდება. სწორედ შეჯიბრისას გრძნობს ბიჭი გამარჯვების გემოს და ხვდება, რამდენი რამის გაკეთებაა საჭირო მის მისაღწევად.აი მამისთვის კი ეს საუკეთესო მომენტია შვილისთვის იმის ასახსნელად, რომ წაგებაც გარდაუვალია, რომ მარცხის შემთხვევაში უბრალოდ უნდა წამოდგე და მოძრაობა განაგრძო; რომ წაგებაში არაფერია სამარცხვინო!ქალების მიმართ სათანადო დამოკიდებულებაა საჭიროპრინციპში, ამის თქმა დედასაც შეუძლია, მაგრამ მამას, თქმის გარდა, ქალების მიმართ დამოკიდებულების ჩვენებაც შეუძლია საკუთარ მაგალითზე.ძალიან კარგი იქნება, თუ ბიჭი სწორედ მამისგან მიიღებს მნიშვნელოვან ინფორმაციას ქალებზე და არა ინტერნეტიდან და მეგობრებისგან.შესანიშნავი იქნება, თუ ბიჭთან ერთად წახვალთ დედიკოსთვის ყვავილების საყიდლად, ქუჩაში შემხვედრ უცნობ ქალებსა თუ მაღაზიის გამყიდველებს თავაზიანად გამოელაპარაკებით, ხოლო ტრანსპორტში აუცილებლად დაუთმობთ ადგილს პატარა გოგონებსაც და ასაკოვან ქალბატონებსაც.სიყვარული კარგი გრძნობააკარგია, თუ მამა, როცა ამის დრო მოვა, ამ ყველაფრის წამლეკ გრძნობაზე მეგობრულად დაელაპარაკება ბიჭს. ხოლო თუ პირველი სიყვარულის ლამაზ ისტორიასაც უამბობს, საერთოდაც გადასარევი იქნება მამა-შვილს შორის კაცური ურთიერთობის ჩამოსაყალიბებლად.წინააღმდეგობის გაწევა აუცილებელიამამას და მხოლოდ მამას შეუძლია სათანადოდ ასწავლოს შვილს, იყოს ძლიერი და უშიშარი, შეეძლოს თავისა და სიმართლის დაცვა.მამამ უნდა განუმარტოს ბიჭს, როდის, რა სიტუაციაში უნდა „დაიღრინოს“, რათა „თავდამსხმელი“ ახლოს არ მიუშვას, და რა ვითარებაში ჯობს „კბილების დამალვა“ და თავის გარიდება.მამამ საკუთარ მაგალითზე უნდა ასწავლოს ბიჭს, რომ – იყო კეთილი, არ ნიშნავს იყო სუსტი.უნდა ჰქონდეს საკუთარი მსოფლმხედველობასაამისოდ არაფერი განსაკუთრებულის გაკეთება არაა საჭირო. უბრალოდ პერიოდულად უნდა ელაპარაკოთ ვაჟს და მიახვედროთ, რომ სამყაროში არსებობს არა მხოლოდ დედა — სამყაროსადმი თავისი მოსაზრებებითა და მოლოდინებით, არამედ სხვა ადამიანიც, რომელსაც დედისგან განსხვავებული შეხედულებები და მიდგომები აქვს.მამამ ბიჭს უნდა გააცნობიერებინოს, რომ არაფერია ცუდი იმაში, თუ მისი და სხვა ადამიანების მოსაზრებები ერთმანეთს არ ემთხვევა, რომ, პირიქით, ეს ნორმალურია. ასე დაეხმარება ის ბიჭს, ისწავლოს ანალიზი და ჩამოუყალიბდეს საკუთარი მსოფლმხედველობა.არსებობს კაცური „რაღაცები“მაგალითად, კოცონის დანთება, ლურსმნის დაჭედება, ავტომობილის შეკეთება, თუნდაც მწვადის შეწვა — სრულიად „კაცური“ საქმეებია და ეს ბიჭმა მამისგან უნდა ისწავლოს.ნუ იფიქრებთ, რომ ქალაქელ ბიჭს ცეცხლის დანთების ცოდნა არაფერში გამოადგება. გამოადგება და მერე როგორ. აბა, წარმოიდგინეთ, როგორი საცოდავი სანახავი იქნება თქვენი ვაჟი, თუ პიკნიკზე გოგონებთან ერთად წავა და კოცონის გაღვივებას ვერ მოახერხებს.არსებობს კაცური საქმეები როგორ შეიკრას ჰალსტუხი, როგორ გაიპარსოს წვერი თუ სხვა „ოპერაციები“ ახლა თავისუფლად შეიძლება ბიჭმა ინტერნეტიდან ისწავლოს. მაგრამ, გვერწმუნეთ, ჯობს ეს მამამ გააკეთოს.და, კიდევ, არ დაგავიწყდეთ ბიჭთან ერთად მოამზადოთ რამე კერძი, რომ იცოდეს – თუ ქალი გვერდით არ ეყოლება, შიმშილით თავი არ უნდა მოიკლას.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , რჩევები მშობლებს
სასარგებლო რჩევები , რჩევები მშობლებს
რა უნდა ასწავლოს მამამ ვაჟს: 7 კონკრეტული წესი
13:07 28.10.2022 (განახლებულია: 17:59 28.10.2022) დედა ყველაზე მნიშვნელოვან როლს თამაშობს შვილის აღზრდაში, მაგრამ არის რამდენიმე რამ, რაც ჯობს მამამ გააკეთოს.
მით უმეტეს, თუ ვაჟი გეზრდებათ.
მაგალითად, ჯობს მამამ აუხსნას ბიჭს, რომ:
მოგებაც უნდა იცოდეს და წაგებაც
ბიჭისთვის სპორტულ შეჯიბრებებში საუკეთესო კომპანიონი და ქომაგი მამაა. ასეთ დროს ბავშვში მამაკაცური ხასიათი ყალიბდება. სწორედ შეჯიბრისას გრძნობს ბიჭი გამარჯვების გემოს და ხვდება, რამდენი რამის გაკეთებაა საჭირო მის მისაღწევად.
აი მამისთვის კი ეს საუკეთესო მომენტია შვილისთვის იმის ასახსნელად, რომ წაგებაც გარდაუვალია, რომ მარცხის შემთხვევაში უბრალოდ უნდა წამოდგე და მოძრაობა განაგრძო; რომ წაგებაში არაფერია სამარცხვინო!
ქალების მიმართ სათანადო დამოკიდებულებაა საჭირო
პრინციპში, ამის თქმა დედასაც შეუძლია, მაგრამ მამას, თქმის გარდა, ქალების მიმართ დამოკიდებულების ჩვენებაც შეუძლია საკუთარ მაგალითზე.
ძალიან კარგი იქნება, თუ ბიჭი სწორედ მამისგან მიიღებს მნიშვნელოვან ინფორმაციას ქალებზე და არა ინტერნეტიდან და მეგობრებისგან.
შესანიშნავი იქნება, თუ ბიჭთან ერთად წახვალთ დედიკოსთვის ყვავილების საყიდლად, ქუჩაში შემხვედრ უცნობ ქალებსა თუ მაღაზიის გამყიდველებს თავაზიანად გამოელაპარაკებით, ხოლო ტრანსპორტში აუცილებლად დაუთმობთ ადგილს პატარა გოგონებსაც და ასაკოვან ქალბატონებსაც.
კარგია, თუ მამა, როცა ამის დრო მოვა, ამ ყველაფრის წამლეკ გრძნობაზე მეგობრულად დაელაპარაკება ბიჭს. ხოლო თუ პირველი სიყვარულის ლამაზ ისტორიასაც უამბობს, საერთოდაც გადასარევი იქნება მამა-შვილს შორის კაცური ურთიერთობის ჩამოსაყალიბებლად.
წინააღმდეგობის გაწევა აუცილებელია
მამას და მხოლოდ მამას შეუძლია სათანადოდ ასწავლოს შვილს, იყოს ძლიერი და უშიშარი, შეეძლოს თავისა და სიმართლის დაცვა.
მამამ უნდა განუმარტოს ბიჭს, როდის, რა სიტუაციაში უნდა „დაიღრინოს“, რათა „თავდამსხმელი“ ახლოს არ მიუშვას, და რა ვითარებაში ჯობს „კბილების დამალვა“ და თავის გარიდება.
მამამ საკუთარ მაგალითზე უნდა ასწავლოს ბიჭს, რომ – იყო კეთილი, არ ნიშნავს იყო სუსტი.
უნდა ჰქონდეს საკუთარი მსოფლმხედველობა
საამისოდ არაფერი განსაკუთრებულის გაკეთება არაა საჭირო. უბრალოდ პერიოდულად უნდა ელაპარაკოთ ვაჟს და მიახვედროთ, რომ სამყაროში არსებობს არა მხოლოდ დედა — სამყაროსადმი თავისი მოსაზრებებითა და მოლოდინებით, არამედ სხვა ადამიანიც, რომელსაც დედისგან განსხვავებული შეხედულებები და მიდგომები აქვს.
მამამ ბიჭს უნდა გააცნობიერებინოს, რომ არაფერია ცუდი იმაში, თუ მისი და სხვა ადამიანების მოსაზრებები ერთმანეთს არ ემთხვევა, რომ, პირიქით, ეს ნორმალურია. ასე დაეხმარება ის ბიჭს, ისწავლოს ანალიზი და ჩამოუყალიბდეს საკუთარი მსოფლმხედველობა.
არსებობს კაცური „რაღაცები“
მაგალითად, კოცონის დანთება, ლურსმნის დაჭედება, ავტომობილის შეკეთება, თუნდაც მწვადის შეწვა — სრულიად „კაცური“ საქმეებია და ეს ბიჭმა მამისგან უნდა ისწავლოს.
ნუ იფიქრებთ, რომ ქალაქელ ბიჭს ცეცხლის დანთების ცოდნა არაფერში გამოადგება. გამოადგება და მერე როგორ. აბა, წარმოიდგინეთ, როგორი საცოდავი სანახავი იქნება თქვენი ვაჟი, თუ პიკნიკზე გოგონებთან ერთად წავა და კოცონის გაღვივებას ვერ მოახერხებს.
როგორ შეიკრას ჰალსტუხი, როგორ გაიპარსოს წვერი თუ სხვა „ოპერაციები“ ახლა თავისუფლად შეიძლება ბიჭმა ინტერნეტიდან ისწავლოს. მაგრამ, გვერწმუნეთ, ჯობს ეს მამამ გააკეთოს.
და, კიდევ, არ დაგავიწყდეთ ბიჭთან ერთად მოამზადოთ რამე კერძი, რომ იცოდეს – თუ ქალი გვერდით არ ეყოლება, შიმშილით თავი არ უნდა მოიკლას.