https://sputnik-georgia.com/20221028/-------271738248.html
წლის ყველაზე მისტიკურ დღესასწაულს „ბაზარი ორბელიანზე“ უმასპინძლებს
წლის ყველაზე მისტიკურ დღესასწაულს „ბაზარი ორბელიანზე“ უმასპინძლებს
Sputnik საქართველო
ჰელოუინი, ანუ ყველა წმინდანის დღის წინა საღამო სულ მალე დადგება. 28.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-28T19:39+0400
2022-10-28T19:39+0400
2022-10-28T22:27+0400
საქართველო
საზოგადოება
თბილისი დღეს
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22894/75/228947511_0:158:3077:1889_1920x0_80_0_0_23356961b235019095a6e982ee58b7a7.jpg
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. ჰელოუინის დღესასწაული გაიმართება 28-30 ოქტომბერს თბილისის გასტრონომიულ სივრცეში „ბაზარი ორბელიანზე“, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.პარასკევს ჰელოუინის სტუმრებს DJ Cover-ის გამოსვლა ელოდება. შაბათ-კვირას კი ბევრი ღონისძიებაა დაგეგმილი, მათ შორის, მასტერ-კლასი ბავშვებისთვის გოგრის მოხატვაში, დიჯეების პერფორმანსები, დეგუსტაცია, ჩაის ცერემონიები და სხვ.ჰელოუინი წლის ყველაზე მისტიკური დღესასწაულია, რომელსაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში 31 ოქტომბრის ღამეს აღნიშნავენ.დღესასწაულის ისტორია და ტრადიციებიროგორ გაჩნდა ჰელოუინი – დანამდვილებით ცნობილი არ არის. ერთ-ერთი ვერსიით, მას საფუძველი ჩაუყარა კელტურმა ახალმა წელმა, რომელიც, ჩვენ წელთაღრიცხვამდე გაჩენილი ტრადიციის მიხედვით, 1 ნოემბერს აღინიშნებოდა.გადმოცემით, საფრანგეთის, ინგლისისა და ირლანდიის კელტები წელიწადს ორ ნაწილად ჰყოფდნენ – ზაფხულისა და ზამთრის სეზონებად. ამიტომ 31 ოქტომბერს, რომელიც სიმბოლურად მოსავლის აღების დასასრულს აღნიშნავდა, მიიჩნევდნენ მიმავალი წლის ბოლო და ახალ, ზამთრის სეზონზე გადასვლის დღედ. კელტებს სწამდათ, რომ მიმავალი წლის ბოლო ღამეს – მას სამაინს ან სამჰეინს უწოდებდნენ – იშლებოდა ზღვარი ცოცხლებსა და მკვდრებს შორის და იმქვეყნიური სამყაროს ბინადარნი თავისუფლად აღწევდნენ მიწიერ სამყაროში. „დაუპატიჟებელი სტუმრების", მოჩვენებებისა და სულების დასაფრთხობად კელტები სახლებში ცეცხლს აქრობდნენ და ცხოველების ტყავით იმოსებოდნენ. სახლებთან სულებისთვის ტოვებდნენ ნუგბარს, თავად კი ქურუმების მიერ დანთებულ კოცონთან იკრიბებოდნენ და ცხოველებს მსხვერპლად სწირავდნენ. მსხვერპლშეწირვის შემდეგ წმინდა ცეცხლი სახლში მიჰქონდათ.ჰელოუინი – ჯადოქრობისა და გარდასახვის ღამეა. ამიტომ ზეიმზე ყველა ცდილობს სრულიად უჩვეულო კოსტიუმი და გრიმი მოირგოს, რათა სასიამოვნოდ გააოცოს ან სულაც ცოტათი შეაშინოს ირგვლივ მყოფები.ჰელოუინის მასკარადზე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ალქაჯების, ვამპირების, ზომბების, მოჩვენებებისა და სხვა ავი სულების კოსტიუმები და გრიმები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22894/75/228947511_174:0:2903:2047_1920x0_80_0_0_0e63db41cfcf4d280fe544dc8259b7d0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, თბილისი დღეს, ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, თბილისი დღეს, ახალი ამბები
წლის ყველაზე მისტიკურ დღესასწაულს „ბაზარი ორბელიანზე“ უმასპინძლებს
19:39 28.10.2022 (განახლებულია: 22:27 28.10.2022) ჰელოუინი, ანუ ყველა წმინდანის დღის წინა საღამო სულ მალე დადგება.
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. ჰელოუინის დღესასწაული გაიმართება 28-30 ოქტომბერს თბილისის გასტრონომიულ სივრცეში „ბაზარი ორბელიანზე“, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
„სტუმრებს ელოდებათ კოსტიუმების კონკურსი, უამრავი თამაში და ჯადოსნური გართობა“, – აცხადებენ ორგანიზატორები.
პარასკევს ჰელოუინის სტუმრებს DJ Cover-ის გამოსვლა ელოდება. შაბათ-კვირას კი ბევრი ღონისძიებაა დაგეგმილი, მათ შორის, მასტერ-კლასი ბავშვებისთვის გოგრის მოხატვაში, დიჯეების პერფორმანსები, დეგუსტაცია, ჩაის ცერემონიები და სხვ.
ჰელოუინი წლის ყველაზე მისტიკური დღესასწაულია, რომელსაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში 31 ოქტომბრის ღამეს აღნიშნავენ.
დღესასწაულის ისტორია და ტრადიციები
როგორ გაჩნდა ჰელოუინი – დანამდვილებით ცნობილი არ არის. ერთ-ერთი ვერსიით, მას საფუძველი ჩაუყარა კელტურმა ახალმა წელმა, რომელიც, ჩვენ წელთაღრიცხვამდე გაჩენილი ტრადიციის მიხედვით, 1 ნოემბერს აღინიშნებოდა.
გადმოცემით, საფრანგეთის, ინგლისისა და ირლანდიის კელტები წელიწადს ორ ნაწილად ჰყოფდნენ – ზაფხულისა და ზამთრის სეზონებად. ამიტომ 31 ოქტომბერს, რომელიც სიმბოლურად მოსავლის აღების დასასრულს აღნიშნავდა, მიიჩნევდნენ მიმავალი წლის ბოლო და ახალ, ზამთრის სეზონზე გადასვლის დღედ. კელტებს სწამდათ, რომ მიმავალი წლის ბოლო ღამეს – მას სამაინს ან სამჰეინს უწოდებდნენ – იშლებოდა ზღვარი ცოცხლებსა და მკვდრებს შორის და იმქვეყნიური სამყაროს ბინადარნი თავისუფლად აღწევდნენ მიწიერ სამყაროში.
„დაუპატიჟებელი სტუმრების", მოჩვენებებისა და სულების დასაფრთხობად კელტები სახლებში ცეცხლს აქრობდნენ და ცხოველების ტყავით იმოსებოდნენ. სახლებთან სულებისთვის ტოვებდნენ ნუგბარს, თავად კი ქურუმების მიერ დანთებულ კოცონთან იკრიბებოდნენ და ცხოველებს მსხვერპლად სწირავდნენ. მსხვერპლშეწირვის შემდეგ წმინდა ცეცხლი სახლში მიჰქონდათ.
ჰელოუინი – ჯადოქრობისა და გარდასახვის ღამეა. ამიტომ ზეიმზე ყველა ცდილობს სრულიად უჩვეულო კოსტიუმი და გრიმი მოირგოს, რათა სასიამოვნოდ გააოცოს ან სულაც ცოტათი შეაშინოს ირგვლივ მყოფები.
ჰელოუინის მასკარადზე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ალქაჯების, ვამპირების, ზომბების, მოჩვენებებისა და სხვა ავი სულების კოსტიუმები და გრიმები.