https://sputnik-georgia.com/20221027/yidvis-msurvelebi-arian-gvnetadze-vitibi-bankze-271707970.html
„ყიდვის მსურველები არიან“ - კობა გვენეტაძე „ვითიბი ბანკზე“
„ყიდვის მსურველები არიან“ - კობა გვენეტაძე „ვითიბი ბანკზე“
Sputnik საქართველო
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი აღნიშნული ბანკის გაყიდვის შესაძლებლობას არ გამორიცხავს. 27.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-27T21:51+0400
2022-10-27T21:51+0400
2022-10-27T22:55+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/01/264886744_0:23:3077:1754_1920x0_80_0_0_5dd86ea273d50a9628d9d472c53e82cc.jpg
თბილისი, 27 ოქტომბერი – Sputnik. რუსული VTB Bank-ის შვილობილი VTB Bank Georgia-ს ყიდვის მსურველები არიან, მაგრამ მათ საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ჯერ არ მოუმართავთ, განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ჟურნალისტებთან.ქართულ მასმედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ VTB Bank Georgia-ს შესყიდვით დაინტერესებულია ქართული წარმომავლობის რუსი ბიზნესმენი დავით ხიდაშელი.მანამდე ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ ბანკის ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებული ნებისმიერი გარიგება მხარეებმა უნდა შეათანხმონ აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტთან და იგი მხოლოდ ამ თანხმობის შემთხვევაში გასცემს თანხმობას ტრანზაქციაზე.„ვითიბი ბანკის" კლიენტებს, ფიზიკურ პირებს 27 თებერვლიდან ემსახურება "ბაზისბანკი", იურიდიული პირების დეპოზიტები და კრედიტები კი "ლიბერთი ბანკს" გადაეცა, რომელმაც ამ პირების მომსახურება 3 მარტიდან დაიწყო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/01/264886744_140:0:2869:2047_1920x0_80_0_0_3f113f233e38b577d051bb25b3c0b1b2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეროვნული ბანკი , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეროვნული ბანკი , საზოგადოება, ახალი ამბები
„ყიდვის მსურველები არიან“ - კობა გვენეტაძე „ვითიბი ბანკზე“
21:51 27.10.2022 (განახლებულია: 22:55 27.10.2022) ეროვნული ბანკის პრეზიდენტი აღნიშნული ბანკის გაყიდვის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.
თბილისი, 27 ოქტომბერი – Sputnik. რუსული VTB Bank-ის შვილობილი VTB Bank Georgia-ს ყიდვის მსურველები არიან, მაგრამ მათ საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ჯერ არ მოუმართავთ, განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ჟურნალისტებთან.
ქართულ მასმედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ VTB Bank Georgia-ს შესყიდვით დაინტერესებულია ქართული წარმომავლობის რუსი ბიზნესმენი დავით ხიდაშელი.
„ეს ბანკი სანქციების ქვეშ მოხვდა, თუმცა არ გაკოტრებულა და დღესაც მოქმედი, ლიცენზირებული ბანკია მაღალი კაპიტალით. იგი აგრძელებს მუშაობას სანქციებისა და შეზღუდვების ფარგლებში. ყიდვის მსურველები არიან, მაგრამ ეროვნულ ბანკში მოთხოვნა ბანკის ყიდვაზე არ შემოსულა“, – განაცხადა გვენეტაძემ.
მანამდე ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ ბანკის ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებული ნებისმიერი გარიგება მხარეებმა უნდა შეათანხმონ აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტთან და იგი მხოლოდ ამ თანხმობის შემთხვევაში გასცემს თანხმობას ტრანზაქციაზე.
„ვითიბი ბანკის" კლიენტებს, ფიზიკურ პირებს 27 თებერვლიდან ემსახურება "ბაზისბანკი", იურიდიული პირების დეპოზიტები და კრედიტები კი "ლიბერთი ბანკს" გადაეცა, რომელმაც ამ პირების მომსახურება 3 მარტიდან დაიწყო.