ძალადობა საარჩევნო უბანზე: ორი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

© Sputnik / STRINGERსაარჩევნო უბანი
საარჩევნო უბანი - Sputnik საქართველო, 1920, 27.10.2022
გამოწერა
პროკურატურა ორივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
თბილისი, 27 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე მომხდარი ძალადობის ფაქტზე ორი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

პროკურატურის ინფორმაციით, კენჭისყრის დღიდან საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე პერიოდში საარჩევნო უბნის შენობაში ძალადობისთვის ბრალდება უკვე წაუყენეს ერთ მოქალაქეს, უახლოეს მომავალში კი ასევე ბრალს წარუდგენენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ზვიად კუპრავას.

გამოძიების ცნობით, არჩევნების დღეს აღნიშნული პირები თბილისში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ ჯარიმა ან 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
პროკურატურა ორივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
ყველა ახალი ამბავი
0