https://sputnik-georgia.com/20221027/premierma-mosaxleobas-afxazuri-enis-dre-miuloca-271692578.html
„ერთად დავიცვათ აფხაზური ენა“: პრემიერმა საქართველოს მოსახლეობას აფხაზური ენის დღე მიულოცა
„ერთად დავიცვათ აფხაზური ენა“: პრემიერმა საქართველოს მოსახლეობას აფხაზური ენის დღე მიულოცა
Sputnik საქართველო
აფხაზური ენის დღის აღნიშვნის გადაწყვეტილება 2007 წელს მიიღეს. 27.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-27T15:18+0400
2022-10-27T15:18+0400
2022-10-27T19:45+0400
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი
ახალი ამბები
საქართველო
აფხაზეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/05/270112959_80:151:1024:682_1920x0_80_0_0_08ee9afb94274d6d0499ea5bdb144ea5.jpg
თბილისი, 27 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყნის მოსახლეობას აფხაზური ენის დღე მიულოცა.აფხაზური ენა საქართველოში მეორე სახელმწიფო ენაა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქართულთან ერთად, აფხაზური ენა საქართველოს კონსტიტუციით არის დაცული და ერთიანი ენობრივი საგანძურის განუყოფელი ნაწილია.„საქართველოს მთავრობა განაგრძობს ქმედითი ნაბიჯების განხორციელებას აფხაზური ენის სამეცნიერო შესწავლის, განვითარებისა და პოპულარიზაციის მიზნით. უაღრესად მნიშვნელოვანია, მივმართოთ ერთიანი ძალისხმევა ჩვენს აფხაზ თანამემამულეებთან ერთად, რომ გადავარჩინოთ და შევინარჩუნოთ უნიკალური აფხაზური ენა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.2007 წელს ანტვერპენში (ბელგია) გამართულ დიასპორების წარმომადგენელთა კონგრესზე გადაწყდა, რომ აფხაზური ენის დღე ყოველწლიურად 27 ოქტომბერს იმ ქვეყნებში აღინიშნოს, სადაც აფხაზური დიასპორა ცხოვრობს.აფხაზური ენა კავკასიურ ენებს მიეკუთვნება, რომლის დამწერლობაც სათავეს 1928 წლიდან იღებს. თავდაპირველად ამისთვის ლათინური, ხოლო შემდეგ ქართული ანბანი გამოიყენებოდა.1954 წლიდან აფხაზური დამწერლობა კირილიცაზე გადავიდა.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
აფხაზეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/05/270112959_228:124:973:682_1920x0_80_0_0_18bb35617f97e82506d1e222efa4a05f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი , ახალი ამბები, საქართველო, აფხაზეთი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი , ახალი ამბები, საქართველო, აფხაზეთი
„ერთად დავიცვათ აფხაზური ენა“: პრემიერმა საქართველოს მოსახლეობას აფხაზური ენის დღე მიულოცა
15:18 27.10.2022 (განახლებულია: 19:45 27.10.2022) აფხაზური ენის დღის აღნიშვნის გადაწყვეტილება 2007 წელს მიიღეს.
თბილისი, 27 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყნის მოსახლეობას აფხაზური ენის დღე მიულოცა.
აფხაზური ენა საქართველოში მეორე სახელმწიფო ენაა.
„სრულიად საქართველოს, ყველას, ვისთვისაც ჩვენი საერთო სიმდიდრის – აფხაზური ენის და კულტურული თვითმყოფადობის დაცვა და შენარჩუნება მნიშვნელოვან ღირებულებას და პასუხისმგებლობას წარმოადგენს, ვულოცავ აფხაზური ენის დღეს“, – აღნიშნულია პრემიერის მილოცვის წერილში, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაცია აქვეყნებს.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქართულთან ერთად, აფხაზური ენა საქართველოს კონსტიტუციით არის დაცული და ერთიანი ენობრივი საგანძურის განუყოფელი ნაწილია.
„საქართველოს მთავრობა განაგრძობს ქმედითი ნაბიჯების განხორციელებას აფხაზური ენის სამეცნიერო შესწავლის, განვითარებისა და პოპულარიზაციის მიზნით. უაღრესად მნიშვნელოვანია, მივმართოთ ერთიანი ძალისხმევა ჩვენს აფხაზ თანამემამულეებთან ერთად, რომ გადავარჩინოთ და შევინარჩუნოთ უნიკალური აფხაზური ენა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
2007 წელს ანტვერპენში (ბელგია) გამართულ დიასპორების წარმომადგენელთა კონგრესზე გადაწყდა, რომ აფხაზური ენის დღე ყოველწლიურად 27 ოქტომბერს იმ ქვეყნებში აღინიშნოს, სადაც აფხაზური დიასპორა ცხოვრობს.
აფხაზური ენა კავკასიურ ენებს მიეკუთვნება, რომლის დამწერლობაც სათავეს 1928 წლიდან იღებს. თავდაპირველად ამისთვის ლათინური, ხოლო შემდეგ ქართული ანბანი გამოიყენებოდა.
1954 წლიდან აფხაზური დამწერლობა კირილიცაზე გადავიდა.