პესკოვი: „ვალდაის“ სხდომაზე პუტინის სიტყვა შესასწავლია

© photo: Sputnik / Sergey Guneev / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 27.10.2022
გამოწერა
თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტ პუტინის სიტყვას, რომლითაც ის სადისკუსიო კლუბ „ვალდაის“ წინაშე წარდგა, სერიოზული შესწავლა სჭირდება, განაცხადა მისმა პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.

„დღის მთავარი თემა [პუტინის სიტყვაა], რომელიც შემდეგ ნამდვილად იქნება გასაანალიზებელი, მისი შინაარსი უნდა შევისწავლოთ და ხშირად ვიკითხოთ“, — მიაჩნია პრეზიდენტის პრეს-მდივანს.

საერთაშორისო სადისკუსიო კლუბ „ვალდაის“ სხდომა მოსკოვში იმართება 24-27 ოქტომბერს. მისი თემაა „მსოფლიო ჰეგემონიის შემდეგ. სამართლიანობა და უსაფრთხოება ყველასთვის“.
რუსეთის პრეზიდენტი ტრადიციულად ხვდება კლუბის წევრებს, რომელიც 2004 წელს დაარსდა.
წელს „ვალდაის“ სხდომას 41 ქვეყნის 111 ექსპერტი, პოლიტიკოსი, დიპლომატი და ეკონომისტი ესწრება.
ყველა ახალი ამბავი
0