ლეჩური-ომალოს გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

© courtesy of Zaza Bugridze თუშეთი
თუშეთი - Sputnik საქართველო, 1920, 27.10.2022
გამოწერა
ტრანსპორტის მოძრაობა დაბალი ტემპერატურისა და ლიპყინულის გამო აიკრძალა.
თბილისი, 27 ოქტომბერი – Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის ლეჩური–ომალოს მონაკვეთზე (10-72 კმ) ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
მოძრაობის აკრძალვის მიზეზი დაბალი ტემპერატურა და ლიპყინულია.
საავტომობილო გზის ფშაველი–ლეჩურის მონაკვეთზე (1-10 კმ) ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0