https://sputnik-georgia.com/20221027/hawk-ukrainistvis-271684539.html
მიმოხილვა: 1960-იანების „დისკოთეკა“ - საზენიტო კომპლექსი HAWK უკრაინისთვის
მიმოხილვა: 1960-იანების „დისკოთეკა“ - საზენიტო კომპლექსი HAWK უკრაინისთვის
Sputnik საქართველო
40 კმ-ის სამოქმედო მანძილზე გათვლილი ანტიკვარული ამერიკული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი HAWK - ახალი უკრაინული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მშენებლობის იმიტაციის... 27.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-27T12:38+0400
2022-10-27T12:38+0400
2022-10-27T18:56+0400
ანალიტიკა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23172/59/231725951_0:0:1400:788_1920x0_80_0_0_8b7ee1cee70af5365767f5cf285e2c23.jpg
40 კმ-ის სამოქმედო მანძილზე გათვლილი ანტიკვარული ამერიკული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი HAWK - ახალი უკრაინული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მშენებლობის იმიტაციის ნათელი მაგალითია.სააგენტო Reuters-მა 25 ოქტომბერს ექსკლუზიური ინფორმაცია გაავრცელა: აშშ უკრაინისთვის საზენიტო-სარაკეტო კომპლექს HAWK-ის მიწოდებას განიხილავს, როგორც დახმარებას „რუსული უპილოტო და ფრთოსანი რაკეტებისგან თავდასაცვად“.ინფორმაცია ახალი არ არის. ჯერ კიდევ 12 ოქტომბერს აშშ-ის შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარემ მარკ მილიმ სხვა სარაკეტო კომპლექსებს შორის დაასახელა HAWK, რომელიც, მისი თქმით, საგანგებოდ მოითხოვა უკრაინის მთავრობამ.ერთი დღის შემდეგ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა კიევისთვის ესპანეთიდან ოთხი HAWK-ის მიწოდების შესახებ განაცხადა.ჯერ არ არის ცნობილი, რამდენ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს გადასცემს აშშ უკრაინას, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ხარისხი, კომპლექსის უნარი, აღმოაჩინოს და გაანადგუროს რუსული თანამედროვე ფრთოსანი რაკეტები.25 ოქტომბერს უკრაინაში ვიზიტისას გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ვოლოდიმირ ზელენსკის დაჰპირდა ზალპური ცეცხლის ორ სარაკეტო სისტემა MARS-ს და ოთხ თვითმავალ საარტილერიო დანადგარ Panzerhaubitze 2000-ს.უკრაინა არ „ცეკვავს“შემთხვევითი არ არის, რომ დემოკრატი კონგრესმენების წერილი ბაიდენისადმი, რომელიც მას რუსეთთან დიპლომატიისკენ მოუწოდებს, სადღაც გაუჩინარდა — ისტორიის სასწორი მერყეობს.The American Conservative აღნიშნავს: „ესკალაციაში დომინირებს მოსკოვი და არა ვაშინგტონი“. უკრაინაში უცხოელი ბოევიკებისა და პოლონელი ჯარისკაცების გარეშე ცოტა რამ დარჩა რუსეთის შეტევის მოსაგერიებლად.ბოლო ორ-სამ თვეში უკრაინის კონტრშეტევების სერია უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ათობით ათასი მომზადებული სამხედრო მოსამსახურე დაუჯდა. მათი სწრაფად ჩანაცვლება შეუძლებელია.ამერიკული გამოცემის პროგნოზი: „რუსული ურო, რომელიც ზელენსკის რეჟიმს ნოემბერსა თუ დეკემბერში დაატყდება თავს... გაანადგურებს ყველაფერს, რაც უკრაინის ძალებისგან დარჩა“.ამ მკაცრ ფონზე პენტაგონი აპირებს კიევისთვის მოძველებული MIM-23 HAWK-ის მიწოდებას.საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი HAWK (Homing All-the-Way-Killer) აშშ-ის არმიას შეიარაღებაში აქვს 1960 წლიდან და ამოღებულია შეიარაღებიდან 20 წლის წინ სამი მოდერნიზაციის შემდეგ.1982 წლიდან პენტაგონი თანდათანობით გადავიდა საზენიტო-სარაკეტო კომპლექს Patriot-ზე, რომელიც საბრძოლო მახასიათებლებით მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა საბჭოთა ანალოგს – С-300-ს.კომპლექსი HAWK თავდაპირველად შეიქმნა თვითმფრინავების გასანადგურებლად, მოგვიანებით გადაკეთდა რაკეტების გამანადგურებლად. სამიზნის განადგურების მაქსიმალური მანძილია 40 კმ, სიმაღლე – 18 კმ, ქობინის წონა – 75 კგ. ეს კიევს კარგს არაფერს უქადის. სამიზნის აღმოჩენა შეუძლია 80 კმ-მდე მანძილზე.საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის საბაზო ვარიანტს შეეძლო მხოლოდ ერთი საჰაერო სამიზნის განადგურება. საბრძოლო ვითარებაში ეს პირველად ისრაელის რაკეტებმა გააკეთეს, როდესაც შეცდომით საკუთარი გამანადგურებელი Dassault MD450 Ouragan ჩამოაგდეს. წინასწარი გათვლებით, ერთ რაკეტას სამიზნის განადგურება შეეძლო 50%-ის დონეზე, თუმცა 1973 წელს, განკითხვის დღის ომში ისრაელის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსმა HAWK-მა გაანადგურა მოწინააღმდეგის 12 თვითმფრინავი 75 რაკეტით.კომპლექსის ეფექტურობა უპილოტოებთან და თანამედროვე ფრთოსან რაკეტებთან ბრძოლაში დამტკიცებული არ არის.ამერიკული ვეტერანის შემადგენლობაში შთამბეჭდავი „ქარავანია“: სატრანსპორტო-დამტენი მანქანა, რამდენიმე საწევარი და მისაბმელი რადიოლოკაციური სადგურით, MIM-23 რაკეტები. ერთ ბატარეაში არის 6 გამშვები დანადგარი სამ-სამი საზენიტო-მართული რაკეტით, სულ 18 რაკეტა.HAWK-ის დრო, როდესაც ეს კომპლექსი ევროპის, აზიისა და აფრიკის ათობით ქვეყანას მიეწოდებოდა, გავიდა.სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ამერიკული ცენტრის წარმომადგენელმა 25 ოქტომბერს გულახდილად აღნიშნა, რომ კომპლექსი CSIS სამუზეუმო ექსპონატია, მაგრამ თვითმფრინავებთან და ვერტმფრენებთან ბრძოლაში სასარგებლოა „შემაკავებელი ეფექტი“.ვაშინგტონი თითქოს მზადაა, კიევს Patriot-ის ტიპის უფრო თანამედროვე და ძვირადღირებული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებები მიაწოდოს, თუმცა ზედმეტი არ აქვს.შეერთებულმა შტატებმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გადასცა 25 კმ-მდე სიშორის ორი კომპლექსი NASAMS, რაც ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის იმიტაციის კიდევ ერთი მცდელობაა. წარმოებას დრო სჭირდება, ამიტომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ნორვეგიული NASAMS-ის, გერმანული IRIS-T-ს მხოლოდ რამდენიმე ერთეულის და ჩამოწერილი ამერიკული HAWK-ის გარკვეული რაოდენობის მიღების იმედი შეიძლება ჰქონდეს.25 ოქტომბერს ხორვატიაში გამოსვლისას აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ დაადასტურა აშშ-ის დანაპირები, დააფინანსოს უკრაინის სამხედრო და ჰუმანიტარული საჭიროებები გამარჯვებამდე. ალბათ მხედველობაში ჰქონდა რუსეთის გამარჯვება.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23172/59/231725951_225:0:1276:788_1920x0_80_0_0_e858bed54d18401a6e8e219a9fc335fc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ანალიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
ანალიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
40 კმ-ის სამოქმედო მანძილზე გათვლილი ანტიკვარული ამერიკული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი HAWK - ახალი უკრაინული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მშენებლობის იმიტაციის ნათელი მაგალითია.
სააგენტო Reuters-მა 25 ოქტომბერს ექსკლუზიური ინფორმაცია გაავრცელა: აშშ უკრაინისთვის საზენიტო-სარაკეტო კომპლექს HAWK-ის მიწოდებას განიხილავს, როგორც დახმარებას „რუსული უპილოტო და ფრთოსანი რაკეტებისგან თავდასაცვად“.
ინფორმაცია ახალი არ არის. ჯერ კიდევ 12 ოქტომბერს აშშ-ის შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარემ მარკ მილიმ სხვა სარაკეტო კომპლექსებს შორის დაასახელა HAWK, რომელიც, მისი თქმით, საგანგებოდ მოითხოვა უკრაინის მთავრობამ.
ერთი დღის შემდეგ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა კიევისთვის ესპანეთიდან ოთხი HAWK-ის მიწოდების შესახებ განაცხადა.
ჯერ არ არის ცნობილი, რამდენ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს გადასცემს აშშ უკრაინას, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ხარისხი, კომპლექსის უნარი, აღმოაჩინოს და გაანადგუროს რუსული თანამედროვე ფრთოსანი რაკეტები.
25 ოქტომბერს უკრაინაში ვიზიტისას გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ვოლოდიმირ ზელენსკის დაჰპირდა ზალპური ცეცხლის ორ სარაკეტო სისტემა MARS-ს და ოთხ თვითმავალ საარტილერიო დანადგარ Panzerhaubitze 2000-ს.
შემთხვევითი არ არის, რომ დემოკრატი კონგრესმენების წერილი ბაიდენისადმი, რომელიც მას რუსეთთან დიპლომატიისკენ მოუწოდებს, სადღაც გაუჩინარდა — ისტორიის სასწორი მერყეობს.
The American Conservative აღნიშნავს: „ესკალაციაში დომინირებს მოსკოვი და არა ვაშინგტონი“. უკრაინაში უცხოელი ბოევიკებისა და პოლონელი ჯარისკაცების გარეშე ცოტა რამ დარჩა რუსეთის შეტევის მოსაგერიებლად.
ბოლო ორ-სამ თვეში უკრაინის კონტრშეტევების სერია უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ათობით ათასი მომზადებული სამხედრო მოსამსახურე დაუჯდა. მათი სწრაფად ჩანაცვლება შეუძლებელია.
ამერიკული გამოცემის პროგნოზი: „რუსული ურო, რომელიც ზელენსკის რეჟიმს ნოემბერსა თუ დეკემბერში დაატყდება თავს... გაანადგურებს ყველაფერს, რაც უკრაინის ძალებისგან დარჩა“.
ამ მკაცრ ფონზე პენტაგონი აპირებს კიევისთვის მოძველებული MIM-23 HAWK-ის მიწოდებას.
საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი HAWK (Homing All-the-Way-Killer) აშშ-ის არმიას შეიარაღებაში აქვს 1960 წლიდან და ამოღებულია შეიარაღებიდან 20 წლის წინ სამი მოდერნიზაციის შემდეგ.
1982 წლიდან პენტაგონი თანდათანობით გადავიდა საზენიტო-სარაკეტო კომპლექს Patriot-ზე, რომელიც საბრძოლო მახასიათებლებით მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა საბჭოთა ანალოგს – С-300-ს.
კომპლექსი HAWK თავდაპირველად შეიქმნა თვითმფრინავების გასანადგურებლად, მოგვიანებით გადაკეთდა რაკეტების გამანადგურებლად. სამიზნის განადგურების მაქსიმალური მანძილია 40 კმ, სიმაღლე – 18 კმ, ქობინის წონა – 75 კგ. ეს კიევს კარგს არაფერს უქადის. სამიზნის აღმოჩენა შეუძლია 80 კმ-მდე მანძილზე.
საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის საბაზო ვარიანტს შეეძლო მხოლოდ ერთი საჰაერო სამიზნის განადგურება. საბრძოლო ვითარებაში ეს პირველად ისრაელის რაკეტებმა გააკეთეს, როდესაც შეცდომით საკუთარი გამანადგურებელი Dassault MD450 Ouragan ჩამოაგდეს. წინასწარი გათვლებით, ერთ რაკეტას სამიზნის განადგურება შეეძლო 50%-ის დონეზე, თუმცა 1973 წელს, განკითხვის დღის ომში ისრაელის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსმა HAWK-მა გაანადგურა მოწინააღმდეგის 12 თვითმფრინავი 75 რაკეტით.
კომპლექსის ეფექტურობა უპილოტოებთან და თანამედროვე ფრთოსან რაკეტებთან ბრძოლაში დამტკიცებული არ არის.
ამერიკული ვეტერანის შემადგენლობაში შთამბეჭდავი „ქარავანია“: სატრანსპორტო-დამტენი მანქანა, რამდენიმე საწევარი და მისაბმელი რადიოლოკაციური სადგურით, MIM-23 რაკეტები. ერთ ბატარეაში არის 6 გამშვები დანადგარი სამ-სამი საზენიტო-მართული რაკეტით, სულ 18 რაკეტა.
HAWK-ის დრო, როდესაც ეს კომპლექსი ევროპის, აზიისა და აფრიკის ათობით ქვეყანას მიეწოდებოდა, გავიდა.
სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ამერიკული ცენტრის წარმომადგენელმა 25 ოქტომბერს გულახდილად აღნიშნა, რომ კომპლექსი CSIS სამუზეუმო ექსპონატია, მაგრამ თვითმფრინავებთან და ვერტმფრენებთან ბრძოლაში სასარგებლოა „შემაკავებელი ეფექტი“.
ვაშინგტონი თითქოს მზადაა, კიევს Patriot-ის ტიპის უფრო თანამედროვე და ძვირადღირებული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებები მიაწოდოს, თუმცა ზედმეტი არ აქვს.
შეერთებულმა შტატებმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გადასცა 25 კმ-მდე სიშორის ორი კომპლექსი NASAMS, რაც ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის იმიტაციის კიდევ ერთი მცდელობაა. წარმოებას დრო სჭირდება, ამიტომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ნორვეგიული NASAMS-ის, გერმანული IRIS-T-ს მხოლოდ რამდენიმე ერთეულის და ჩამოწერილი ამერიკული HAWK-ის გარკვეული რაოდენობის მიღების იმედი შეიძლება ჰქონდეს.
25 ოქტომბერს ხორვატიაში გამოსვლისას აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ დაადასტურა აშშ-ის დანაპირები, დააფინანსოს უკრაინის სამხედრო და ჰუმანიტარული საჭიროებები გამარჯვებამდე. ალბათ მხედველობაში ჰქონდა რუსეთის გამარჯვება.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე