https://sputnik-georgia.com/20221027/festivali-devfest-qutaissi-gaimarteba-271677536.html
საქართველოში გაიმართება დეველოპერების ფესტივალი DevFest
საქართველოში გაიმართება დეველოპერების ფესტივალი DevFest
Sputnik საქართველო
DevFest-ზე განიხილავენ ისეთ თემებს, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, Android, Cloud–ტექნოლოგიები, UI/UX დიზაინი, ასევე გაფართოებული და ვირტუალური რეალობა. 27.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-27T10:06+0400
2022-10-27T10:06+0400
2022-10-27T15:32+0400
საქართველო
საზოგადოება
ახალი ამბები
თანამედროვე ტექნოლოგიები
google
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0b/251135105_0:112:1600:1012_1920x0_80_0_0_4b30bdebf3ebdc7bf0e8ae46ecaa7494.jpg
თბილისი, 27 ოქტომბერი – Sputnik. ფესტივალი ტექნოლოგიურ სფეროში DevFest გაიმართება 29 ოქტომბერს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, წერს Marketer.ge.დეველოპერული ფესტივალი ორგანიზებულია Google-ის დეველოპერების ჯგუფების მიერ მთელი მსოფლიოს მასშტაბით და დარგის ათასობით პროფესიონალს აერთიანებს. DevFest-ზე განიხილება ისეთი ტექნოლოგიები, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, Android, Cloud–ტექნოლოგიები, UI/UX დიზაინი, გაფართოებული და ვირტუალური რეალობა და სხვ.ფესტივალი მოიცავს პანელურ დისკუსიებსა და მასტერ-კლასებს. სპეციალური სივრცე გამოიყოფა ტექნოლოგიებისა და ნეტვორკისთვის. ასევე იმუშავებს დასაქმების ფორუმი, რომლებზეც კარიერის განვითარებით დაინტერესებული მონაწილეები მიიღებენ რჩევებს რეზიუმეს დაწერის, LinkedIn-ის შექმნისა და მართვის შესახებ.„აღსანიშნავია, რომ რეგიონებში ასეთი მასშტაბის ღონისძიება პირველად ტარდება, რაც ხელს შეუწყობს ტექნოლოგიური ჰაბის დეცენტრალიზაციას და ახალი შესაძლებლობების გაჩენას დედაქალაქს გარეთ“, – განაცხადა GDSC-ს ხელმძღვანელმა და ღონისძიების ორგანიზატორმა ლიზი ეჯიბიამ.„ეს არის ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც ქართველ დეველოპერებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ ინფორმაცია თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ტრენდებზე“, – განაცხადა ლევან კობახიძემ – „საქართველოს ბანკის“ ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, რომლის მხარდაჭერითაც ტარდება ფესტივალი.ღონისძიება ორ – ქართულ და ინგლისურ ენებზე გაიმართება. დასწრება თავისუფალია.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0b/251135105_0:0:1497:1123_1920x0_80_0_0_2297b3f19260c87a8c1a4bd56603a546.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები, თანამედროვე ტექნოლოგიები , google
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები, თანამედროვე ტექნოლოგიები , google
საქართველოში გაიმართება დეველოპერების ფესტივალი DevFest
10:06 27.10.2022 (განახლებულია: 15:32 27.10.2022) DevFest-ზე განიხილავენ ისეთ თემებს, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, Android, Cloud–ტექნოლოგიები, UI/UX დიზაინი, ასევე გაფართოებული და ვირტუალური რეალობა.
თბილისი, 27 ოქტომბერი – Sputnik. ფესტივალი ტექნოლოგიურ სფეროში DevFest გაიმართება 29 ოქტომბერს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, წერს
Marketer.ge.
დეველოპერული ფესტივალი ორგანიზებულია Google-ის დეველოპერების ჯგუფების მიერ მთელი მსოფლიოს მასშტაბით და დარგის ათასობით პროფესიონალს აერთიანებს. DevFest-ზე განიხილება ისეთი ტექნოლოგიები, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, Android, Cloud–ტექნოლოგიები, UI/UX დიზაინი, გაფართოებული და ვირტუალური რეალობა და სხვ.
ღონისძიების მიზანია ტექნოლოგიური სფეროსადმი ინტერესის სტიმულირება, Google-ის სერვისების უკეთ გაცნობა, შესაძლებლობების გაზიარება და ახალი თაობისთვის ახალი ეკოსისტემების შექმნა, აღნიშნავენ ორგანიზატორები.
ფესტივალი მოიცავს პანელურ დისკუსიებსა და მასტერ-კლასებს. სპეციალური სივრცე გამოიყოფა ტექნოლოგიებისა და ნეტვორკისთვის. ასევე იმუშავებს დასაქმების ფორუმი, რომლებზეც კარიერის განვითარებით დაინტერესებული მონაწილეები მიიღებენ რჩევებს რეზიუმეს დაწერის, LinkedIn-ის შექმნისა და მართვის შესახებ.
„აღსანიშნავია, რომ რეგიონებში ასეთი მასშტაბის ღონისძიება პირველად ტარდება, რაც ხელს შეუწყობს ტექნოლოგიური ჰაბის დეცენტრალიზაციას და ახალი შესაძლებლობების გაჩენას დედაქალაქს გარეთ“, – განაცხადა GDSC-ს ხელმძღვანელმა და ღონისძიების ორგანიზატორმა ლიზი ეჯიბიამ.
„ეს არის ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც ქართველ დეველოპერებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ ინფორმაცია თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ტრენდებზე“, – განაცხადა ლევან კობახიძემ – „საქართველოს ბანკის“ ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, რომლის მხარდაჭერითაც ტარდება ფესტივალი.
ღონისძიება ორ – ქართულ და ინგლისურ ენებზე გაიმართება. დასწრება თავისუფალია.