ბათუმში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა

© Batumi City Hallბათუმში ქუჩები დაიტბორა
ბათუმში ქუჩები დაიტბორა - Sputnik საქართველო, 1920, 27.10.2022
გამოწერა
თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახურები სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს ახორციელებენ.
გადაუღებელმა ნალექმა ბათუმში პრობლემები შექმნა, ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა რამდენიმე ქუჩა და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები.
© Batumi City Hallბათუმის ქუჩები დაიტბორა
Ливень в Батуми затопил улицы - Sputnik საქართველო, 1920, 27.10.2022
ბათუმის ქუჩები დაიტბორა
უხვი ნალექის შედეგად მეწყრული პროცესები გააქტიურდა – ურეხის დასახლებაში ჩამოიშალა მიწის მასა.
„ბათუმის წყლის“ მობილური ჯგუფების მიერ აქტიურად ხორციელდება სანიაღვრე ჭებისა და არხების გაწმენდის სამუშაოები და შესაბამისი სალიკვიდაციო ღონისძიებები.
© Batumi City Hallბათუმში ქუჩები დაიტბორა
Ливень в Батуми затопил улицы - Sputnik საქართველო, 1920, 27.10.2022
ბათუმში ქუჩები დაიტბორა
წყლის დროულად გადინების მიზნით გახსნილია ზღვაში გამსვლელი ყველა სანიაღვრე არხი.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, სახლების დატბორვის თაობაზე უწყებაში 20-მდე განაცხადია შესული.
ყველა ახალი ამბავი
0