ვნებათაღელვა კვარადონას გარშემო!

ვნებათაღელვა კვარადონას გარშემო!
ვნებათაღელვა კვარადონას გარშემო! - Sputnik საქართველო, 1920, 26.10.2022
გამოწერა
იტალიური ნაპოლის ცნობილი ქართველი ნახევარმცველის გარშემო საფეხბურთო ვნედათაღელვა კვლავ გრძელდება
დღეს კვარაცხელია თითქმის ეროვნული გმირია, თან არა მხოლოდ საქართველოში. ბოლო დღეებში ხვიჩა იტალიური სერია ა-ს მეათე ტურის საუკეთესო მოთამაშედაც აღიარეს - ასეთია საფეხბურთო ანალიტიკისა და სტატისტიკის საერთაშორისო პორტალ Sofa Score-ის შეფასება.

ხვიჩათი დაინტერესდა მადრიდის „ატლეტიკო“ და პირადად დიეგო სიმეონე. გერმანული გამოცემა Onefootball-ის ინფორმაციით, „ატლეტიკოს“ მწვრთნელს სურს გუნდიდან გაუშვას თავდამსმხმელი ჟოაუ ფელიქსი, რომელმაც მოლოდინები ვერ გაამართლა და მის მაგივრად ხვიჩა აიყვანოს გუნდში.

როგორც Onefootball აღნიშნავს, ქართველი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება ზაფხულიდან 35 მლნ ევრომდე გაიზარდა და ეს ფასი მადრიდელებისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, თუ კი, რა თქმა უნდა, ნეაპოლელები მზად არიან კვარადონასთან გამოსამშვიდობებლად.
ყველა ახალი ამბავი
0