სკანდალი აუზის ირგვლივ - კახა კალაძემ ტელევიზია სიცრუეში დაადანაშაულა

© photo: Sputnik / Pavel Lisitzin / გადასვლა მედიაბანკშისაცურაო აუზი
საცურაო აუზი - Sputnik საქართველო, 1920, 26.10.2022
გამოწერა
გავრცელდა ინფორმაცია სპორტული ცენტრი „იმედის“ აუზში ბავშვებისა და მწვრთნელების ინტოქსიკაციის შესახებ.
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის მერმა სიცრუე უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სპორტული ცენტრი „იმედის“ აუზში ქლორს მაშინ ყრიდნენ, როდესაც წყალში ბავშვები იმყოფებოდნენ.
საუბარია ვიდეოზე, რომელიც გასულ კვირაში სოციალური ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა გამოაქვეყნა. გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ბავშვებით სავსე აუზში წყლის ქიმიური დამუშავების შემდეგ ბავშვები და მწვრთნელები მოიწამლნენ.

„სამწუხაროდ, კონკრეტული მედიასაშუალების მხრიდან ადგილი აქვს საცურაო აუზისა და ბავშვების თემით მანიპულირების ფაქტს და სიცრუის პროპაგანდას“, – განაცხადა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

სიუჟეტი არსებული ფაქტის შესახებ გუშინ ტელეკომპანია „TV პირველმა“ გადასცა.
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის ტყუილი და მორიგი სიცრუე. რეალურად ვიდეო გადაღებულია ზაფხულის პერიოდში და იქ ასახულია პერსონალის მიერ აუზიდან წყლის სინჯის აღების პროცედურა, რომელიც ყოველდღიურად ხდება სწრაფი ტესტებით“, – განაცხადა კალაძემ.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0