https://sputnik-georgia.com/20221026/saakasvilis-sasamartlo-kvlav-gadaido-271663876.html
სააკაშვილის სასამართლო კვლავ გადაიდო
სააკაშვილის სასამართლო კვლავ გადაიდო
Sputnik საქართველო
ექს-პრეზიდენტმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასამართლო სხდომაზე დასწრებაზე უარი თქვა. 26.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-26T17:37+0400
2022-10-26T17:37+0400
2022-10-26T20:43+0400
მიხეილ სააკაშვილი
ახალი ამბები
საქართველო
გახმაურებული სასამართლო პროცესები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/04/266427036_0:134:1280:854_1920x0_80_0_0_d5462c3470381424a434ebd4533766ec.jpg
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოში ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმის პროცესი, რომელიც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას ეხება, მსჯავრდებულის ჯანმრთელობის გამო 2 ნოემბერს გადაიტანეს.სასამართლოზე წარდგენილი იყო ცნობა პენიტენციური დაწესებულებიდან, რომლის თანახმად სააკაშვილმა უარი განაცხადა სასამართლო პროცესზე დასწრებაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. იმასთან დაკავშირებით, რომ საქმის განხილვა ბრალდებული სააკაშვილის მიერ ჩვენების მიცემის სტადიაზეა, სხდომა გადაიდო.სააკაშვილის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სასამართლო უნდა დაელოდოს ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას და შემდეგ დაკითხოს სასამართლო პროცესზე. სააკაშვილი უარს არ ამბობს ჩვენების მიცემაზე, უბრალოდ, ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევს მას სასამართლო პროცესში მონაწილეობის საშუალებას.ჯანმრთელობის გაუარესების გამო მსჯავრდებული სააკაშვილი რუსთავის №12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 12 მაისს გადაიყვანეს სამედიცინო ცენტრ „ვივამედში“, რომელიც პენიტენციურ სისტემას ემსახურება.ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გაუარესდა, რომელიც მან დაპატიმრებისთანავე, 2021 წლის 1 ოქტომბერს გამოაცხადა.სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, სამშობლოში არალეგალურად 29 სექტემბერს დაბრუნდა.კლინიკა „ვივამედის“ დირექტორმა ადვოკატებს სააკაშვილის დიაგნოზის გამოქვეყნებისკენ მოუწოდა>>საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე ბრალი ოფიციალურად 20 ოქტომბერს წარუდგინა. აღნიშნული დანაშაული სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს (სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილი).საზღვრის უკანონო კვეთის საქმის გარდა, სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ იხილავს კიდევ ორ საქმეს. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე" უწოდეს.სააკაშვილს განაჩენი დაუსწრებლად უკვე გამოტანილი აქვს სისხლის სამართლის ორ საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/04/266427036_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_e68e123488b821e72a11a99e8fdbc72b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მიხეილ სააკაშვილი , ახალი ამბები, საქართველო, გახმაურებული სასამართლო პროცესები
მიხეილ სააკაშვილი , ახალი ამბები, საქართველო, გახმაურებული სასამართლო პროცესები
სააკაშვილის სასამართლო კვლავ გადაიდო
17:37 26.10.2022 (განახლებულია: 20:43 26.10.2022) ექს-პრეზიდენტმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასამართლო სხდომაზე დასწრებაზე უარი თქვა.
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოში ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმის პროცესი, რომელიც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას ეხება, მსჯავრდებულის ჯანმრთელობის გამო 2 ნოემბერს გადაიტანეს.
სასამართლოზე წარდგენილი იყო ცნობა პენიტენციური დაწესებულებიდან, რომლის თანახმად სააკაშვილმა უარი განაცხადა სასამართლო პროცესზე დასწრებაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. იმასთან დაკავშირებით, რომ საქმის განხილვა ბრალდებული სააკაშვილის მიერ ჩვენების მიცემის სტადიაზეა, სხდომა გადაიდო.
სააკაშვილის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სასამართლო უნდა დაელოდოს ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას და შემდეგ დაკითხოს სასამართლო პროცესზე. სააკაშვილი უარს არ ამბობს ჩვენების მიცემაზე, უბრალოდ, ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევს მას სასამართლო პროცესში მონაწილეობის საშუალებას.
ჯანმრთელობის გაუარესების გამო მსჯავრდებული სააკაშვილი რუსთავის №12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 12 მაისს გადაიყვანეს სამედიცინო ცენტრ „ვივამედში“, რომელიც პენიტენციურ სისტემას ემსახურება.
ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გაუარესდა, რომელიც მან დაპატიმრებისთანავე, 2021 წლის 1 ოქტომბერს გამოაცხადა.
სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, სამშობლოში არალეგალურად 29 სექტემბერს დაბრუნდა.
საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე ბრალი ოფიციალურად 20 ოქტომბერს წარუდგინა. აღნიშნული დანაშაული სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს (სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილი).
საზღვრის უკანონო კვეთის საქმის გარდა, სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ იხილავს კიდევ ორ საქმეს. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე" უწოდეს.
სააკაშვილს განაჩენი დაუსწრებლად უკვე გამოტანილი აქვს სისხლის სამართლის ორ საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.