https://sputnik-georgia.com/20221026/ratom-woraoben-qalebi-271670814.html
რატომ ჭორაობენ ქალები - მეცნიერების დასკვნა
რატომ ჭორაობენ ქალები - მეცნიერების დასკვნა
Sputnik საქართველო
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. პავიის უნივერსიტეტის (იტალია) თანამშრომელმა ტაშა ბრონდინომ ერთ დღეს შეამჩნია, რომ ის ქალები, რომლებიც რაიმე თემაზე ჭორაობდნენ... 26.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-26T20:33+0400
2022-10-26T20:33+0400
2023-08-03T17:38+0400
ფსიქოლოგია
მსოფლიო მეცნიერული კვლევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23461/14/234611430_0:205:3600:2230_1920x0_80_0_0_a14847679104cd30aea70164418e79ed.jpg
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. პავიის უნივერსიტეტის (იტალია) თანამშრომელმა ტაშა ბრონდინომ ერთ დღეს შეამჩნია, რომ ის ქალები, რომლებიც რაიმე თემაზე ჭორაობდნენ, უფრო შეკრულებად გრძნობდნენ თავს, და გადაწყვიტა გაერკვია, არსებობს თუ არა რაიმე ტიპის ბიოქიმიური მიზეზები საამისოდ.ბრონდინომ და მისმა თანამოაზრეებმა „უმნიშვნელო“ საკონტროლო ცდაში მონაწილეობის მისაღებად დაახლოებით 25 სტუდენტ გოგონას მოუყარეს თავი, რომლებიც ერთმანეთს კარგად იცნობდნენ. შემდეგ ისინი შემთხვევით ჯგუფებად დაყვეს, ოღონდ ისე, რომ თითოეულში თითო მსახიობი და უცნობი გოგონა შეიყვანეს. ამის შემდეგ სთხოვეს მათ, ცდის დაწყებამდე ცოტა ხნით დალოდებოდნენ…ამასობაში ზოგმა მსახიობმა ჯგუფს „საიდუმლოდ აცნობა“, რომ მათი ნაცნობი გოგონა, რომელიც ექსპერიმენტში არ მონაწილეობდა, ორსულობას მალავდა, ზოგმა კი ემოციური ისტორია უამბო იმის შესახებ, თუ რატომ ვერ მისდევდა სპორტს.ვითომდა მოლოდინის დროის გასვლის შემდეგ სწავლულებმა ექსპერიმენტის მონაწილეთა ნერწყვის სინჯები აიღეს და გოგონებს „უმნიშვნელო ანკეტები შეავსებინეს, რომლებსაც არაფერი ჰქონდა საერთო ცდასთან“.მეორე დღეს ბრონდინო და მისი თანამშრომლები სათითაოდ შეხვდნენ სტუდენტებს, ნეიტრალურ თემებზე გაესაუბრნენ და ისევ აუღეს ნერწყვის სინჯები.როდესაც ორივე დღეს აღებული სინჯები შეისწავლეს, მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ:ტაშა ბრონდინოსა და მისი სწავლული კოლეგების ვარაუდით, ჭორაობის ბიოქიმიური ბუნება იმაზე მეტყველებს, რომ ქცევის აღნიშნულმა თავისებურებამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ადამიანის ევოლუციაში წარსულში, და თამაშობს ახლაც.მეცნიერების აზრით, საიდუმლო ფაქტების გაცვლა-გამოცვლა ჩვენს წინაპრებს დიდ ჯგუფებში არაფორმალური ურთიერთობების ჩამოყალიბებაში, რეპუტაციის შექმნასა და ჯგუფის წევრებს შორის ნდობის ჩამოყალიბებაში ეხმარებოდა.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23461/14/234611430_178:0:3422:2433_1920x0_80_0_0_f53b2f217388c50e56daaf88757fd2f3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ფსიქოლოგია , მსოფლიო მეცნიერული კვლევები
ფსიქოლოგია , მსოფლიო მეცნიერული კვლევები
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. პავიის უნივერსიტეტის (იტალია) თანამშრომელმა ტაშა ბრონდინომ ერთ დღეს შეამჩნია, რომ ის ქალები, რომლებიც რაიმე თემაზე ჭორაობდნენ, უფრო შეკრულებად გრძნობდნენ თავს, და გადაწყვიტა გაერკვია, არსებობს თუ არა რაიმე ტიპის ბიოქიმიური მიზეზები საამისოდ.
ბრონდინომ და მისმა თანამოაზრეებმა „უმნიშვნელო“ საკონტროლო ცდაში მონაწილეობის მისაღებად დაახლოებით 25 სტუდენტ გოგონას მოუყარეს თავი, რომლებიც ერთმანეთს კარგად იცნობდნენ. შემდეგ ისინი შემთხვევით ჯგუფებად დაყვეს, ოღონდ ისე, რომ თითოეულში თითო მსახიობი და უცნობი გოგონა შეიყვანეს. ამის შემდეგ სთხოვეს მათ, ცდის დაწყებამდე ცოტა ხნით დალოდებოდნენ…
ამასობაში ზოგმა მსახიობმა ჯგუფს „საიდუმლოდ აცნობა“, რომ მათი ნაცნობი გოგონა, რომელიც ექსპერიმენტში არ მონაწილეობდა, ორსულობას მალავდა, ზოგმა კი ემოციური ისტორია უამბო იმის შესახებ, თუ რატომ ვერ მისდევდა სპორტს.
ვითომდა მოლოდინის დროის გასვლის შემდეგ სწავლულებმა ექსპერიმენტის მონაწილეთა ნერწყვის სინჯები აიღეს და გოგონებს „უმნიშვნელო ანკეტები შეავსებინეს, რომლებსაც არაფერი ჰქონდა საერთო ცდასთან“.
მეორე დღეს ბრონდინო და მისი თანამშრომლები სათითაოდ შეხვდნენ სტუდენტებს, ნეიტრალურ თემებზე გაესაუბრნენ და ისევ აუღეს ნერწყვის სინჯები.
როდესაც ორივე დღეს აღებული სინჯები შეისწავლეს, მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ:
ჭორაობა სისხლში ოქსიტოცინის დონეს ზრდის, რაც ოჯახური ბედნიერების ჰორმონად მიიჩნევა. და ეს მიუხედავად იმისა, როგორი დამოკიდებულება აქვს მავანს განხილვის ობიექტისადმი: ესიმპათიურება თუ, პირიქით, სძულს კიდეც. მთავარი პიროვნული დამოკიდებულება კი არა, თავად ვიღაცის საიდუმლოზე ლაპარაკი ყოფილა.
ტაშა ბრონდინოსა და მისი სწავლული კოლეგების ვარაუდით, ჭორაობის ბიოქიმიური ბუნება იმაზე მეტყველებს, რომ ქცევის აღნიშნულმა თავისებურებამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ადამიანის ევოლუციაში წარსულში, და თამაშობს ახლაც.
მეცნიერების აზრით, საიდუმლო ფაქტების გაცვლა-გამოცვლა ჩვენს წინაპრებს დიდ ჯგუფებში არაფორმალური ურთიერთობების ჩამოყალიბებაში, რეპუტაციის შექმნასა და ჯგუფის წევრებს შორის ნდობის ჩამოყალიბებაში ეხმარებოდა.