მზადდება რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების შეხვედრა - პესკოვი

© photo: Sputnik / Sergey Guneev / გადასვლა მედიაბანკშიდმიტრი პესკოვი
დმიტრი პესკოვი - Sputnik საქართველო, 1920, 26.10.2022
გამოწერა
პესკოვის თქმით, ინფორმაცია ქვეყნების ლიდერების შეხვედრის ადგილისა და დროის შესახებ დამატებით გამოცხადდება.
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. მზადდება რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის სამმხრივი შეხვედრა სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანთან და აზერბაიჯანის ლიდერ ილჰამ ალიევთან, დრო და ადგილი მოგვიანებით გახდება ცნობილი, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.
ვლადიმირ პუტინმა სამმხრივ შეხვედრაზე სომხეთისა და აზერბაიჯანი ლიდერები უფრო ადრე მიიწვია.

„ჩვენ უკვე ვთქვით, რომ ასეთი სამმხრივი შეხვედრა მზადდება. იმედი გვაქვს, რომ ის შედგება. დროზე და ადგილზე ასევე დამატებით დროულად შევთანხმდებით“, – განაცხადა პესკოვმა.

სომხეთის პარლამენტის სპიკერმა ალენ სიმონიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი 31 ოქტომბერს სოჭში გაემგზავრება, რათა მონაწილეობა მიიღოს რუსეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებთან შეხვედრაში.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0