https://sputnik-georgia.com/20221026/mandarini-wonasi-dasaklebad-271667985.html
მანდარინი წონაში დაკლებას უწყობს ხელს: მეცნიერთა დასკვნა
მანდარინი წონაში დაკლებას უწყობს ხელს: მეცნიერთა დასკვნა
Sputnik საქართველო
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. მანდარინში შემავალი განსაკუთრებული ნივთიერებები ჭარბ წონასთან გამკლავებას ეხმარება, დაასკვნეს ესპანელმა მეცნიერებმა კვლევების... 26.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-26T19:48+0400
2022-10-26T19:48+0400
2023-08-17T10:48+0400
მსოფლიო მეცნიერული კვლევები
სასარგებლო რჩევები
ჯანსაღი კვება
ექიმის რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/0f/262883363_0:110:3077:1841_1920x0_80_0_0_c16953febc233747af3a379712c99dcc.jpg
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. მანდარინში შემავალი განსაკუთრებული ნივთიერებები ჭარბ წონასთან გამკლავებას ეხმარება, დაასკვნეს ესპანელმა მეცნიერებმა კვლევების საფუძველზე. ამის შესახებ წერს გამოცემა La Vanguardia.როგორც წესი, ექიმები არ ურჩევენ მკაცრ დიეტაზე მყოფ ადამიანებს ტკბილი ხილის მიღებას, მაგრამ, ვალენსიის უნივერსიტეტის სწავლულების დასკვნით, ეს წესი ციტრუსებზე, უპირველესად კი მანდარინზე არ ვრცელდება. სპეციალისტები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ სწორად ჭამის შემთხვევაში მანდარინი შეუცვლელი საშუალება შეიძლება გახდეს წონაში დასაკლებად.მეცნიერების თქმით, მანდარინი შეიცავს ორგანულ პიგმენტებსა და რეტინოიდებს, რომლებიც ხელს უწყობს სასარგებლო უჯრედული პროცესების მთელი კომპლექსის აქტივაციას. კეძოდ, მანდარინი ამუშავებს გაცხიმოვნებასთან ბრძოლის უჯრედულ მექანიზმს. ამ დროს ორგანიზმი იწყებს მეტი ენერგიის ხარჯვას, თუმცა მადა ჩვეულ დონეზე რჩება.ამასთან, მკვლევარების თქმით, გახდომის მსურველებმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიირთვან ეს ციტრუსი ზედმეტად დიდი რაოდენობით. ესპანელი მედიკოსები ირწმუნებიან, რომ სწორი და გარანტირებულად შედეგიანია მანდარინის ხშირად და მცირე რაოდენობით მიღება სხვა ისეთ პროდუქტებთან ერთად, რომლებიც გახდომას უწყობს ხელს.აღსანიშნავია, რომ მეცნიერები ახლო მომავალში აპირებენ მანდარინის ექსტრატზე შექმნან მაღალეფექტური დიეტური დანამატები.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/0f/262883363_348:0:3077:2047_1920x0_80_0_0_f8ffe4890725199cc1453307e13069ad.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიო მეცნიერული კვლევები, სასარგებლო რჩევები , ჯანსაღი კვება, ექიმის რჩევები
მსოფლიო მეცნიერული კვლევები, სასარგებლო რჩევები , ჯანსაღი კვება, ექიმის რჩევები
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. მანდარინში შემავალი განსაკუთრებული ნივთიერებები ჭარბ წონასთან გამკლავებას ეხმარება, დაასკვნეს ესპანელმა მეცნიერებმა კვლევების საფუძველზე. ამის შესახებ წერს გამოცემა La Vanguardia.
როგორც წესი, ექიმები არ ურჩევენ მკაცრ დიეტაზე მყოფ ადამიანებს ტკბილი ხილის მიღებას, მაგრამ, ვალენსიის უნივერსიტეტის სწავლულების დასკვნით, ეს წესი ციტრუსებზე, უპირველესად კი მანდარინზე არ ვრცელდება. სპეციალისტები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ სწორად ჭამის შემთხვევაში მანდარინი შეუცვლელი საშუალება შეიძლება გახდეს წონაში დასაკლებად.
მეცნიერების თქმით, მანდარინი შეიცავს ორგანულ პიგმენტებსა და რეტინოიდებს, რომლებიც ხელს უწყობს სასარგებლო უჯრედული პროცესების მთელი კომპლექსის აქტივაციას. კეძოდ, მანდარინი ამუშავებს გაცხიმოვნებასთან ბრძოლის უჯრედულ მექანიზმს. ამ დროს ორგანიზმი იწყებს მეტი ენერგიის ხარჯვას, თუმცა მადა ჩვეულ დონეზე რჩება.
ამასთან, მკვლევარების თქმით, გახდომის მსურველებმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიირთვან ეს ციტრუსი ზედმეტად დიდი რაოდენობით. ესპანელი მედიკოსები ირწმუნებიან, რომ სწორი და გარანტირებულად შედეგიანია მანდარინის ხშირად და მცირე რაოდენობით მიღება სხვა ისეთ პროდუქტებთან ერთად, რომლებიც გახდომას უწყობს ხელს.
აღსანიშნავია, რომ მეცნიერები ახლო მომავალში აპირებენ მანდარინის ექსტრატზე შექმნან მაღალეფექტური დიეტური დანამატები.